News
სამეცნიერო კონფერენცია: „კლიმენტ ალექსანდრიელი - ქრისტიანული ფილოსოფიის ფუძემდებელი“ (EN)
31.01.2020
2020 წლის 31 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ახლაგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია: „კლიმენტ ალექსანდრიელი - ქრისტიანული ფილოსოფიის ფუძემდებელი“. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის II კურსის მაგისტრანტები: ლაშა ხალვაში, ქრისტინე სალუქვაძე, რუსა ზოიძე, ანა შერვაშიძე, გიორგი ჭანიძე, დეკანოზი ილია ლომაია და მღვდელი დავით ლომთაძე. კონფერენციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. კონფერენცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.