News
საჯარო ლექცია: ჰააგის სასამართლოს საქმიანობა საქართველოში (EN)
25.01.2020
2020 წლის 25 იანვარს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, დოქტორი კაუპო კანდის ლექცია თემაზე: „ჰააგის სასამართლოს საქმიანობა საქართველოში“. დოქტორმა კანდიმ, ლექციის ფარგლებში, ისაუბრა ჰააგის სასამართლოს საქმიანობაზე საქართველოში და მსოფლიოში. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.