News

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორს, ჰელმუტ შნაიდერს ქ. ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. საზეიმო ღონისძიება გაიმართა 5 მაისს, ქ. ფოთის დღესასწაულის ფარგლებში გამართული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში. ქ. ფოთის მერმა ბ-ნმა გოჩა კურდღელიამ ქალაქის საგნმანათლებლო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის პროფესორ შნაიდერს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან დღემდე პროფეორი შნაიდერი ყველწლიურად სტუმრობს ქ ფოთს და ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ატარებს ლექცია/სემინარებს. პროფ. შნაიდერი 1988-2003 წ.წ.-ში იყო ბოხუმის ჰეგელის არქივის დირექტორი. იგი არის რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო სერიის გამომცემელი და სარედაქციო საბჭოს წევრი, მრავალი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. 

07.05.2019

2019 წლის 6 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) ლექცია „მართლმადიდებლობა და ჩვენი დრო“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები. ლექციის ფარგლებში, მთავარეპისკოპოსმა ზენონმა ისაუბრა ეკლესიის მამების საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური შემოქმედების შესახებ და თანამედროვე საგანმანათლებლო-საუნივერსიტეტო სივრცეში ამ მემკვიდრეობის ინტეგრირების აუცილებლობაზე. მან, ასევე, განიხილა ამ მემკვიდრეობის აღმოსავლური და დასავლური მოდელები. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა. 

06.05.2019

ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის წარმომადგენელთა შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტი, დეკანოზი ჩად ჰეტფილდი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ინსტიტუციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის იმპლემენტაციის საკითხები, დაიგეგმა კონკრეტული სამეცნიერო, სასწავლო და მათარგმნელობითი პროექტები.

06.05.2019

2019 წლის 4 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი ეთიკის თანამედროვე მოდელების შესახებ, სემინარს უძღვებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია და მიხეილ გოგატიშვილი, მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ეთიკის მოდელები თანამედროვე ფრანგულ და ამერიკულ აზროვნებაში. 

05.05.2019

2019 წლის 4 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ვიზიტად მყოფი ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტი, დეკანოზი ჩად ჰეტფილდი შეხვდა სასულიერო პირებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, საღვთისმეტყველო საკითხებით დაინტერესებულ პირებს. შეხვედრის ფარგლებში დეკანოზმა ჰეტფილდთან გაიმართა დისკუსია მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედროვე გამოწვევებზე და მათი გადალახვის გზებზე. 

04.05.2019

2019 წლის 3 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საპატიო დოქტორის ინაუგურაციის ცერემონია. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტს,თეოლოგიის დოქტორსა და პროფესორს, დეკანოზ ჩად ჰეტფილდს, საღვთისმეტყველო განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა წაიკითხა საზეიმო მოხსენება თემაზე: „პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი და სეკულარიზმი: წინასწარმეტყველური ხმა“. დამსწრეებს გადაეცათ მოხსენების ტექსტის პირველი ქართული გამოცემა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დეკანოზი ჩად ჰეტფილდი არის ამერიკელი სასულიერო პირი და თეოლოგი, რომელიც 30 წელზე მეტია ნაყოფიერად მოღვაწეობს საღვთისმეტყველო განათლების სფეროში. სხვადასხვა წლებში იგი იყო წმ. გერმანეს კოლეჯის დეკანი, კოდიაკის კოლეჯის მრჩეველთა საბჭოს წევრი. წმ. ვლადიმირის სემინარიის კანცლერი. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მისიონერული ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, 2016 წლიდან დღემდე, არის წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტი. იგი არის მრავალი პუბლიკაციის ავტორი, რედაქტორი და გამომცემელი.

 
03.05.2019

ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიას (აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კვლევითი პროექტები, გაიმართება სამეცნიერო ღონისძიებები. 2019 წლის 2 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონია. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტმა, დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. 

02.05.2019

2019 წლის 18 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სააქტო დარბაზში, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ,,დედა-ენის კვირეულის“ ფარგლებში, გაიმართა ფერეიდნელი ქართველი ისტორიკოსის, საიდ მულინის საჯარო ლექცია თემაზე „ქართული ენის სწავლება ირანში“. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები, ქ. ფოთის მერიის წარმომადგენლები. ფოთის საჯაროს სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. 

18.04.2019

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის დიდ საკონფერენციო დარბაზსს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. ამ გადაწყვეტილებით უნივერსიტეტი პატივს მიაგებს საქართველს პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობასა და მემკვიდრეობას, რომელსაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. 2019 წლის 9 აპრილს, საზეიმოდ გაიხსნა პრეზიდენტ გამსახურდიას სახელობის დარბაზი, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები, ქ. ფოთის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები. 

09.04.2019

2019 წლის 2 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის, ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საჯარო ლექცია: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. ლექციის ფარგლებში მიტროპოლიტმა გრიგოლმა ისაუბრა საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაზე, თანამედროვე მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.

02.04.2019