News
2018 წლის 10 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის მკვლევარის ბ-ნი ლანსელოტ ფლეტჩერის სემინარი პლატონის „სახელმწიფოს“ შესახებ. სემინარი წარიმართა „ნელი კითხვის“ მეთოდით, მასზე განხილული იქნა პლატონის „სახელმწიფოს“ ფილოსოფიური, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ისტორიული შრეები. სემინარს ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით მიმდინარეობდა.
2018 წლის 8 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ასისტენტ-პროფესორ გიორგი კაპანაძის ლექცია თემაზე: „სამართლიანობის გაგება თანამედროვე პოლიტიკურ ფილოსოფიაში“. ლექციის ფარგლებში ასისტენტ-პროფესორმა კაპანაძემ მიმოიხილა სამართლიანობის ცნების განვითარების ტენდენციები თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფოსების ნააზრევში. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
2018 წლის 7 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ასოც. პროფესორ გიორგი ხუროშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „პლატონი და არისტოტელე ისლამური პოლიტიკური ფილოსოფიის სათავეებთან“, ლექციის ფარგლებში შედგა ასოც. პროფესორ ხუროშვილის ახალი ნაშრომის „პლატონი ალ-ფარაბის პოლიტიკურ ფილოსოფიაში“ პრეზენტაცია. ნაშრომი გამოსცა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა არქივმა. ლექცია/პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ქ. ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
2018 წლის 5 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ასისტენტ-პროფესორის, არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის ლექცია თემაზე: „წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
2018 წლის ნოემბერში, ბენიამინის საგამომცემლო სახლმა (ამსტერდამი/ფილადელფია) გამოსცა ახალ სამეცნიერო კრებული: Veritas et subtilitas: Truth and Subtlety in the History of Philosophy. Essays in Memory of Burkhard Mojsisch (1944-2015). კრებული ეძღვნება თვალსაჩინო გერმანელი ფილოსოფოსის ბურკჰარდ მოიზიშის ხსოვნას, მასში თავმოყრილია 25 ახალი სამეცნიერო გამოკვლევა ანტიკური, შუა საუკუნეების, რენესანსისა და ახალი დროის ფილოსოფიის შესახებ. კრებულის რედაქტორები არიან ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები თენგიზ ირემაძე და უდო რაინჰოლდ იეკი. კრებულში წარმოდგენილია 7 ქვეყნის 26 მკვლვარის სამეცნიერო სტატია, მათ შორის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორების გამოკვლევები.
2018 წლის 2 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა უნგრეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის „Stipendium Hungaricum“-ის პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდა საქართველოში უნგრეთის ელჩის მოადგილე ქ-ნი ანიკო ფარკასი. პრეზენტაციის ფარგლებში, მან, სტუდენტებს გააცნო უნგრეთის უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები, ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების სფეროში უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
2018 წლის 1 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა კალიფორნიის შტატის სენატის უმრავლესობის მრჩეველი ბრაიან გრინი, მან გამართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის ასპექტები კულტურისა და განათლების სფეროებში. შეხვედრის ფარგლებში, სტუმარი გაეცნო უნივერსიტეტის კონცეფციას, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.
2018 წლის 31 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსტეტში შედგა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის ბ-ნი იოშ დოუმას ვიზიტი. ელჩმა შეხვედრა გამართა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან, მოგვიანებით კი წაიკითხა ლექცია საქართველოში დემოკრატიის განვითარების პროცესისა და მისი თავისებურებების შესახებ. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.
2018 წლის 31 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქ-ნი ვიქტორია ჰორვატი. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, შეხვდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს, რის შემდეგაც მან უნგრულ-ქართული პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ წაიკითხა ლექცია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის; ლექციას, ასევე, ესწრებოდნენ ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები და წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლის მოსწავლეები.
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა, პროფ. თენგიზ ირემაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფილოსოფიურ კონგრესში „ეთიკა, პოლიტიკა და მსოფლიო ისტორია“, რომელიც 2018 წლის 24-27 ოქტომბერს ურბინოს უნივერსიტეტში (იტალია) გაიმართა. პროფესორი ირემაძე კონგრესზე წარსდგა მოხსენებით: „სახელმწიფოს ფილოსოფია და სამართლის თეორია ქართულ განმანათლებლობაში“.