News

ასოც. პროფესორ გიორგი ხუროშვილის ლექცია და წიგნის პრეზენტაცია (EN)

07.12.2018

2018 წლის 7 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ასოც. პროფესორ გიორგი ხუროშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „პლატონი და არისტოტელე ისლამური პოლიტიკური ფილოსოფიის სათავეებთან“, ლექციის ფარგლებში შედგა ასოც. პროფესორ ხუროშვილის ახალი ნაშრომის „პლატონი ალ-ფარაბის პოლიტიკურ ფილოსოფიაში“ პრეზენტაცია. ნაშრომი გამოსცა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა არქივმა. ლექცია/პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ქ. ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.