News
კონფერენცია „წმ. გრიგოლ ნაზიანზელი - ბიზანტიური საღვთისმეტყველო ფილოსოფიის ფუძემდებელი“ (EN)
2018 წლის 27 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის სექციის („ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“) ფარგლებში გაიმართება კონფერენცია თემაზე: „წმ. გრიგოლ ნაზიანზელი - ბიზანტიური საღვთისმეტყველო ფილოსოფიის ფუძემდებელი“. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგებიან უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის დოქტორანტი ბესიკ მაშავა და ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის I კურსის სტუდენტები: გიორგი ჭანიძე, რუსუდან ზოიძე, ლაშა ხალვაში, დეკანოზი ილია ლომაია, მღვდელი დავით ლომთაძე და ესმა ტაგიძე. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები შეეხებოდა გრიგოლ ნაზიანზელის მოღვაწეობისა და აზორვნების სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტებს. კონფერენცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.