News

დოქტორანტთა სამეცნიერო კოლოქვიუმი (EN)

30.07.2025

2025 წლის 29-30 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტთა სამეცნიერო კოლოქვიუმი. კოლოქვიუმზე მოხსენებები წარადგინეს შემდეგმა დოქტორანტებმა: არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, გიორგი ქავთარაძე, მირიან გუნია, ბექა ძოწენიძე, ვახტანგ ჯიჯიეშვილი. კოლოქვიუმზე განხილული იქნა მიმდინარე სადოქტორო კვლევების შედეგები და გამოწვევები. კოლოქვიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორები. კოლოქვიუმი აქტიური დისკუსიის თანახლებით მიმდინარეობდა.