News

2017 წლის 5 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, განგრძობადი განათლების პროგრამის („ქრისტიანობა და თანამედროვეობა“) ფარგლებში, გაიმართა თეოლოგიის დოქტორის დეკანოზ ალექსი ქშუტაშვილის მოხსენება თემაზე „ბიოეთიკის საკითხები საეკლესიო სამართლის კონტექსტში“. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ბიოეთიკისა და კანონიკური სამართლის ურთიერთობის მნიშვნელოვან ასპექტებზე. მოხსენება აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მაგისტრანტები, ასევე, ფოთისა და  ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. 

05.12.2017

2017 წლის 16 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, განგრძობადი განათლების პროგრამის („ქრისტიანობა და თანამედროვეობა“) ფარგლებში გაიმართა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნოდარ ბელქანიას მოხსენება თემაზე: „ადამიანის ბიოგრაფია: პიროვნების ბიოლოგიური, ფსიქიკური და სულიერი განვითარება“. მოხსენებას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები. ღონისძიება აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა. 

16.11.2017

On November 15, Assoc. Prof. Dr. Giorgi Tavadze delivered a lecture titled "Ideological Foundations of Religious Fundamentalism". In his talk, Dr. Tavadze analyzed the ideological sources of contemporary religious fundamentalism and discussed the challenges posed by spreading of fundamenalist beliefs.

15.11.2017

2017 წლის 24 ოქტომბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ბერლინ-ბრანდებურგის მეცნიერებათა აკადემიის სამართლისა და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის კოორდინატორის დოქტორ დეტლეფ ფონ დანიელსის ლექცია თემაზე: „პოპულიზმის კრიტიკა პლატონთან“. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. ლექციის შემდეგ გაიმართა კოლოქვიუმი, რომლის ფარგლებშიც დოქტორმა დანიელსმა ვრცლად და ამომწურავად უპასუხა მსმენელთა შეკითხვებს. 

24.10.2017

2017 წლის 26 სექტემბერს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესორ ჯაკომო რინალდის (ურბინოს უნივერსიტეტი, იტალია) ლექცია თემაზე: „ჰეგელის თვითცნობიერების ფილოსოფიის მეტაფიზიკური წანამძღვრები“. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. შეხვდერა აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა. 

26.09.2017

2017 წლის 22-23 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ფილოსოფია და ქრისტიანობა - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. კონფერენცია გახსნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფიის დოქტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა  გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი). კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე წაკითხული იქნა სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია II- და საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნი გიორგი მარგველაშვილის მისასალმებელი წერილები. კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის შემოქმედების ცნობილმა უცხოელმა მკვლევარებმა. კონფერენციას ესწრებოდნენ და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სასულიერო პირები, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. კონფერენციას თავმჯდომარეობდა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი პროფესორი თენგიზ ირემაძე.

 

23.09.2017

2017 წლის 27-29 ივნისს, ცნობილი გერმანელი მეცნიერის, პროფ. ჰარტმუტ ლეპინის მიწვევითა და „გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის პრემიის“ მიერ დაფინანსებული პროექტის („გვიანანტიკური ქრისტიანობის პოლიფონია“) ფარგლებში, ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ირემაძე, რომელმაც გამართა სამეცნიერო კოლოკვიუმი თემაზე: „ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისები საქართველოში“. კოლოკვიუმის ფარგლებში პროფ. თენგიზ ირემაძემ წაიკითხა მოხსენება გვიანანტიკური ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისების შესახებ, რომელმაც დამსწრე სამეცნიერო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. მოხსენებების შემდეგ გაიმართა ხანგრძლივი და უაღრესად ნაყოფიერი დისკუსია გვიანანტიკური ფილოსოფიისა და ქრისტიანული აზროვნების ურთიერთმიმართების შესახებ. პროფ. თენგიზ ირემაძე თავის მოხსენებაში შეეხო გვიანტიკური ქრისტიანული ფილოსოფიის ცნობილი წარმომადგენლების (იოანე ოქროპირის, ეფრემ ასურის, ევაგრე პონტოელის, მაკარი მეგვიპტელის და ა.შ.) ქრისტიანულ კონცეფციებს და საგანგებოდ განიხილა მათი გავლენა შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის, კერძოდ კი, ქრისტიანული ფილოსოფიის ჩამოყალიბების პროცესში. მომხსენებლის აზრით, ქრისტიანული ფილოსოფიის საწყისები საქართველოში დიდწილად სწორედ ამ მოაზროვნეთა ქრისტოლოგიური მოძღვრების მიხედვით უნდა იქნეს გაგებული. პროფ. ირემაძემ ასევე ისაუბრა მეუდაბნოე ბერთა საღვთისმეტყველო კონცეფციების ჭრილში ქართული ბერმონაზოვნური ტრადიციის ფილოსოფიური და სოციოლოგიური ანალიზის აუცილებლობის შესახებ, რომელიც, მისი აზრით, სამომავლო სამეცნიერო კვლევა-ძიების გადაუდებელ ამოცანად რჩება.

05.07.2017

2017 წლის 21 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დეკანოზ ლევან მათეშვილის მოხსენება თემაზე „რელიგიური განათლების პრობლემა სეკულარულ გარემოში (საჯარო სკოლების მაგალითზე)“. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა საჯარო სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლების მნიშვნელობაზე და ამ მხრივ განიხილა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმატებული მაგალითები. შეხვედრას ეწრებოდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და განგრძობადი განათლების პროგრამის მონაწილეები.  

21.06.2017

2017 წლის 20 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერეცია თემაზე: „პლატონის პოლიტიკური ფილოსოფია“. კონფერენციის მუშაობაში ერთად მონაწილეობა მიიღეს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომლებმა. კონფერენციის მუშაობას ესწრებოდნენ და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები. 

20.06.2017

 

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზენონის წარდგინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის იღუმენი დიონისე (გვიმრაძე) არქიმანდრიტის ხარისხში აღამაღლა.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია გულითადად ულოცავენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, აწ უკვე არქიმანდრიტ დიონისეს (გვიმრაძე) საქართველოს ეკლესიის წინაშე მის მიერ გაწეული ღვაწლის ესოდენ მაღალ შეფასებას და უსურვებენ წარმატებებს მის უმნიშვნელოვანეს სამომავლო მსახურებაში. აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!

10.06.2017