News

კონფერენცია „ქრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“: წმ. იუსტინე მოწამე და ფილოსოფოსი (EN)

15.02.2018

2018 წლის 15 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო ღონისძიებათა ციკლის, „ქრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“, მორიგი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა დიდ ქრისტიან მოაზროვნეს წმ. იუსტინე ფილოსოფოსს. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტები: არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, დეკანოზი ნიკოლოზ კორძახია, ნიკოლოზ კოპალეიშვილი, ბესიკ მაშავა, სოფო ტალახაძე, მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი, მღვდელი ლაზარე ქაჯაია, ალექსანდრე ტყებუჩავა, თეა ვადაქარია, მარიამ კუპრავა, ლევან კოპაძე, დიაკონი კირიონ უგრეხელიძე, სევერიან შენგელია და გიორგი კემულარია.