News

პროფ. ლალი ზაქარაძის საჯარო ლექცია (EN)

21.03.2018

2018 წლის 21 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფიის დოქტორის, პროფ. ლალი ზაქარაძის საჯარო ლექცია „კავკასიური ფილოსოფია: ახალი ფილოსოფიური პარადიგმა“. ლექციის ფარგლებში პროფ. ზაქარაძემ ისაუბრა კავკასიური ფილოსოფიის კონცეფციის ისტორიულ-ფილოსოფიურ საფუძვლებზე, მიმოიხილა ქართულ-სომხური ფილოსოფიური ურთიერთობები შუა საუკუნეებსა და ახალ დროში, ყურადღება გაამახვილა კავკასიური ფილოსოფიის კონცეფციის მნიშვნელობაზე თანამედროვე კავკასიის კულტურისა და პოლიტიკის კონტექსტში. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქრისტიანული ფილოსოფიისა და ფისქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.