News

კრებულის - „ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან“ - პრეზენტაცია (EN)

30.05.2019

2019 წლის 30 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია: „ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან - კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი“. კრებულის რედაქტორები: თენგიზ ირემაძე, ჰელმუტ შნაიდერი, გიორგი ხუროშვილი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ქ. ფოთის მთავრობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საჯარო სკოლების პედაგოგები. პრეზენტაციის დასასრულს ახალი გამოცემა დამსწრეებს საჩუქრად გადაეცათ.