Prof. Dr. Mikheil Gogatishvili

ფილოსოფოსი, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

1990 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მიენიჭა ფილოსოფიის სპეციალისტის აკადემიური ხარისხი. 2000 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მოიპოვა სამართლის სპეციალისტის აკადემიური ხარისხი. 2002 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი.

1988-1992 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის ლაბორანტი, 1991-1995 წლებში კი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

1996-1998 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მეთოდისტ-მასწავლებელი, 1998-2003 წლებში კი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლოგიკის, ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის მასწავლებელი.

1999-2003 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის ფილოსოფიის მასწავლებელი. 1999-2001 წლებში იყო კავკასიის ბიზნეს სკოლა ასოცირებული პროფესორი. 1999-2003 წლებში იყო ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტი, ლოგიკის, ფილოსოფიის და იურიდიული ფსიქოლოგიის მასწავლებელი.

2002 წელს გაიარა სტაჟირება მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში და მანჩესტერის უნივერსიტეტში. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ეგიდით.

2001-2006 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2006 წლიდან კი, არის ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი.

მიხეილ გოგატიშვილი არის ჟურნალის - The Copernicus journal of political studies. Dom wydawnictwo Adam Marszalek - სარედაქციო საბჭოს წევრი; რელიგიურ საქმეთა სააგენტოსთან არსებული კვლევითი ცენტრის კომისიის წევრი; საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოების წევრი.

მიხეილ გოგატიშვილი კვლევისა და სწავლების სფეროებია: ფილოსოფიის ისტორია, პოლიტიკური ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია, პოლიტიკური სოციოლოგია. 

 

გამოქვეყნებული ნაშრომები

მონოგრაფია:

  • პოლიტიკური ხელისუფლების თეორია, თბილისი, 2003.

სტატიები:

  • პოზიტიური თავისუფლების პრინციპი თ. ჰ. გრინის პოლიტიკურ ფილოსოფიაში, იხ.: შსს აკადემიის სამეცნიერო ნაშრომთა კრებული, თბილისი, 1999.
  • ნეოკონსერვატიზმი (სოლსბერის წრე), იხ.: „ქრისტიანული დემოკრატია“, თბილისი, 1999.
    საკუთრებისა და პოლიტიკური თავისუფლების ურთიერთმიმართების პრობლემა გ. ვ. ფ. ჰეგელის ფილოსოფიაში, იხ.: „მითოლოგია და ფილოსოფია“, თბილისი, 1999.
  • დემოკრატიის გაჭიანურებული მშენებლობა პოლიტიკური ილუზიების ფონზე, იხ.: „ახალი პარადიგმები“, თბილისი, 1999.
    საქართველო გაუკუღმართებული ზნეობრიობის სივრცეში, იხ.: „ქრისტიანული დემოკრატია“, თბილისი, 2000.
  • სახელმწიფოებრიობისა და თვითმმართველობის ანალიზი ბ. ბოუსენქითის პოლიტიკურ ფილოსოფიაში, იხ.: „ფილოსოფიური ძიებანი“, კრებული IV, თბილისი, 2000.
  • თანამედროვე ლიბერალური იდეა პოლიტიკური ყოფიერების გაუკუღმართებულ ველში, იხ.: „ლიბერალიზმი დემოკრატიის წინააღმდეგ“. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის სერია, თბილისი, 2001.
  • პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის სპეციფიკა (პოლიტიკური მეტყველების ველის ფორმირების სპეციფიკა), იხ.: „ქრისტიანული დემოკრატია“, თბილისი, 2002.
  • პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის სპეციფიკა (პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის ექსისტენციალური ინფორმაცია), იხ.: „ქრისტიანული დემოკრატია“, თბილისი, 2003.
  • პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის სპეციფიკა (ბრძანება, როგორც ხელისუფლების რეალიზაციის მექანიზმი), იხ.: „ქრისტიანული დემოკრატია“, თბილისი, 2004.
  • გამოწვევა დიალოგში, იხ.: ალექსანდრე ჰამილტონი, ჯეიმს მედისონი, ჯონ ჯეი, ფედერალისტური წერილები (ათი ფედერალისტური წერილი ქართულად), ინგლისურიდან თარგმნა გ. ბარამიძემ, თბილისი, 2005 (თანაავტორები: გ. ბარამიძე და ლ. ფლეტჩერი).
  • ფედერალისტი და ხელისუფლების ენობრივი კონცეპტუალიზაცია, იხ.: ფილოსოფია – სოციოლოგია – პოლიტოლოგია, თბილისი, 2007.
  • ხელისუფლების პოლიტიკურ-თეოლოგიური ასპექტები, იხ.: ფილოსოფია – სოციოლოგია – პოლიტოლოგია, თბილისი, 2007.
  • ლეო შტრაუსი ტირანიის შესახებ, იხ.: ფილოსოფია – სოციოლოგია – პოლიტოლოგია, თბილისი, 2007.
  • თავისუფალი მმართველობა versus ხელისუფლება, იხ.: ალექსანდრე ჰამილტონი, ჯეიმს მედისონი, ჯონ ჯეი, ფედერალისტური წერილები, თბილისი, 2008.
  • ქართული უნივერსიტეტის მისია, ექსპერტიზა და აკადემიური თავისუფლება, იხ.: ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, თბილისი, 2008.
  • ღმერთი – ჭეშმარიტება – შესაძლებლობა. „ღმერთის ცნება გერმანელ დომინიკელთა მოძღვრებაში“ (პოლემიკა პროფ. თენგიზ ირემაძესთან), იხ.: ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, თბილისი, 2008.
  • ბერთოლდ მოსბურგელის ფილოსოფიის თენგიზ ირემაძისეული ინტერპრეტაცია, კლოდ ლეფორის „თეოლოგიურ-პოლიტიკური მატრიცა“ და „რუის-ურბნისის ძეგლისწერა“, იხ.: (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა (თენგიზ ირემაძის წიგნისადმი – „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ – მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორ-შემდგენელნი: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, დ. ლეისი, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2009.
  • გეორგ ზიმელის სიცოცხლის ფილოსოფიის ძირითადი სტიქიონები: ფული და ინტელექტი, იხ.: სიცოცხლის ფილოსოფია. პრობლემები და პერსპექტივები (სამეცნიერო სერია: ფილოსოფია, სოციოლოგია და მედიის თეორია, ტ. 3), თბილისი, 2009.
  • ჰეგელი სამართლის დაფუძნებისა და პოზიტიური სამართლის ურთიერთობის შესახებ, იხ.: საზოგადოება – ცოდნის ტრანსფორმაცია – ფილოსოფია, თბილისი, 2009.
  • პოლიტიკის ფრიდრიხ ნიცშესეული კონცეპტი, იხ.: საზოგადოება – ცოდნის ტრანსფორმაცია – ფილოსოფია, თბილისი, 2009.
  • თანამედროვე ქართული უნივერსიტეტის იდეა - ცოდნის კონსერვაცია, კულტურული დებატები და ინოვაცია. იხ.: გორის III საერთაშორისო კონფერენცია “განათლება და განვითარება”, 2010.
  • იურიდიული სოციოლოგია მისი აქტუალობა და მნიშვნელობა ქართული ჰუმანიტარულ-სოციალური და იურიდიული მეცნიერებისათვის. იხ.: ახალი სამეცნიერო კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. 2010.
  • აქსელ ჰონეტი: - ჰეგელის სამართლის ფილოსოფია და ინდივიდუალური თავისუფლების პათოლოგიები. იხ.: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური მაცნე. თბილისი, 2010.
  • აზროვნება ნარატივით – გრიგოლ რობაქიძე მითოსა და ფილოსოფიას შორის. იხ.: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება. თბილისი, 2011.
  • სამართლიანობა და სიქველე პლატონთან და ჯონ ლოკთან. იხ.: Philosophy in Global Change. Jubilee volume dedicated To the 65th anniversary of Burkhard MoJsisch, Tbilisi, 2011.
  • ლეო შტრაუსი - პოლიტიკური ფილოსოფიის გაგებისათვის, იხ.: ლეო შტრაუსი, რა არის პოლიტიკური ფილოსოფია? თბილისი, 2011.
  • რა არის ენერგოპოლიტიკა? იხ.: შესავალი ენერგომენეჯმენტში, თბილისი, 2011.
  • სოციალური მოქმედების გაუკუღმართებული ფორმები, იხ.: ევროპული პასუხისმგებლობა. იხ.: მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (14 დეკემბერი, 2010 წელი, თბილისი), რედაქტორ-შემდგენელი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2011.
  • აღმოსავლეთი და დასავლეთი – ორი სამყაროს მოდელი (ედუარდ საიდი, კობო აბე, გრიგოლ რობაქიძე). იხ.: სერია: ფილოსოფია, სოციოლოგია და მედიის თეორია, ტ. 6. აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისიპლინური კვლევები. უდო რაინჰოლდ იეკის დაბადების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული. რედაქტორ შემდგენლები: თ. ირემაძე, გ. თევზაძე. თბილისი, 2012.
  • Two Core Elements of Georg Simmel’s Philosophy of Life: Money and Intellect. In: Leben verstehen. Philosophie und Sozialtheorie, Bd. 1 Tengiz Iremadze, Udo Reinhold Jeck, Helmut Schneider (Hrsg.) Berlin. 2014.
  • Ilia Chavchavadze`s Village Studies and the Principle of Individuality of Georgian Society. In: 2nd Eurasian Multidisciplinary Forum, EMF 2014, 23. 26 October, Tbilisi, Georgia Proceedings, Vol. 1 .pp. 164-167
  • ანარქიული ქალაქის სოციალური ეკოლოგია (ვარლამ ჩერქეზიშვილი და მიურეი ბუკჩინი). იხ.: ფილოსოფიური ურბანისტიკა. რედაქტორები თ. ირემაძე, ჰელმუტ შნაიდერი. თბილისი, 2014.
  • იოანე ბაგრატიონის სიბრძნისმეტყველება. იხ.: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე. სამეცნიერეო რედაქტორი თ. ირემაძე. თბილისი, 2014.
  • მტრისა და მოყვარიც ცნების ურთიერთმიმართება და პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური რეალობა. იხ.: ახალი რუსული იმპერიალიზმი და კავკასია. რედ.: თ. ირემაძე. თბილისი 2015. 
  • შუა საუკუნეების ქართული სახელმწიფოს იდეოლოგიურ-პოლიტიკური პარადიგმები. იხ.: „ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში“, რედ.: თ. ირემაძე, „ფავორიტი სტილი“, თბილისი, 2016.
  • აქსელ ჰონეტი: ინდივიდების ბრძოლა ურთიერთაღიარებისათვის და ინდივიდუალური თავისუფლების პათოლოგიები. იხ.: „თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში“, რედ.: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016.

გამოცემების რედაქტორობა:

  • სამეცნიერო რედაქტორი - გამოწვევა დიალოგში, იხ.: ალექსანდრე ჰამილტონი, ჯეიმს მედისონი, ჯონ ჯეი, ფედერალისტური წერილები (ათი ფედერალისტური წერილი ქართულად), ინგლისურიდან თარგმნა გ. ბარამიძემ, თბილისი, 2005 (თანაავტორები: გ. ბარამიძე და ლ. ფლეტჩერი).
  • სამეცნიერო რედაქტორი - „ფილოსოფია – სოციოლოგია – პოლიტოლოგია“, თბილისი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გამომცემლობა 2007.
  • სამეცნიერო რედაქტორი - ჰამილტონი, ჯეიმს მედისონი, ჯონ ჯეი, ფედერალისტური წერილები, თბილისი, 2008.
  • სამეცნიერო რედაქტორი - ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, თბილისი, 2008.
  • რედაქტორ-შედგენელი - (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა (თენგიზ ირემაძის წიგნისადმი – „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ – მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორ-შემდგენელნი: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, დ. ლეისი, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2009.
  • სამეცნიერო რედაქტორი (ლალი ზაქარაძესთან ერთად) - „სიცოცხლის ფილოსოფია. პრობლემები და პერსპექტივები“ (სამეცნიერო სერია: ფილოსოფია, სოციოლოგია და მედიის თეორია, ტ. 3), თბილისი, 2009.
  • სამეცნიერო რედაქტორი - „საზოგადოება – ცოდნის ტრანსფორმაცია – ფილოსოფია“, თბილისი, 2009.
  • სარედაქციო კოლეგიის წევრი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური მაცნე. თბილისი, 2010.
  • სამეცნიერო რედაქტორი - „ლეო შტრაუსი, რა არის პოლიტიკური ფილოსოფია?“ თბილისი, 2011.