მიხეილ გოგატიშვილი

ფილოსოფოსი, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

1990 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მიენიჭა ფილოსოფიის სპეციალისტის აკადემიური ხარისხი. 2000 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მოიპოვა სამართლის სპეციალისტის აკადემიური ხარისხი. 2002 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი.

1988-1992 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის ლაბორანტი, 1991-1995 წლებში კი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიისა და დემოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

1996-1998 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მეთოდისტ-მასწავლებელი, 1998-2003 წლებში კი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლოგიკის, ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის მასწავლებელი.

1999-2003 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის ფილოსოფიის მასწავლებელი. 1999-2001 წლებში იყო კავკასიის ბიზნეს სკოლა ასოცირებული პროფესორი. 1999-2003 წლებში იყო ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტი, ლოგიკის, ფილოსოფიის და იურიდიული ფსიქოლოგიის მასწავლებელი.

2002 წელს გაიარა სტაჟირება მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში და მანჩესტერის უნივერსიტეტში. ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ეგიდით.

2001-2006 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2006 წლიდან კი, არის ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

2015 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი.

მიხეილ გოგატიშვილი არის ჟურნალის - The Copernicus journal of political studies. Dom wydawnictwo Adam Marszalek - სარედაქციო საბჭოს წევრი; რელიგიურ საქმეთა სააგენტოსთან არსებული კვლევითი ცენტრის კომისიის წევრი; საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოების წევრი.

მიხეილ გოგატიშვილი კვლევისა და სწავლების სფეროებია: ფილოსოფიის ისტორია, პოლიტიკური ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია, პოლიტიკური სოციოლოგია. 

 

გამოქვეყნებული ნაშრომები

წიგნები (ავტორი/თანაავტორი):

  1. ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, (თანაავტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, ლ. ზაქარაძე, გ. ხუროშვილი, მ. მჭედლიძე, უ. რ. იეკი, ა. ქშუტაშვილი, გ. თავაძე), თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016.
  2. ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები, XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე, (თანაავტორები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, დ. ლაბუჩიძე, გ. ხუროშვილი, უ. იეკი, გ. ბერბიჭაშვილი, გ. თავაძე), თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2014.
  3. ფილოსოფიური ურბანისტიკა, (თანაავტორები: ჰელმუტ შნაიდერი, გიორგი ხუროშვილი, ლალი ზაქარაძე, მიხეილ გოგატიშვილი, გიორგი თავაძე), თბილისი: „ნეკერი“, 2014.
  4. პოლიტიკური ხელისუფლების თეორია, თბილისი, 2003.

 

სტატიები:

  1. სავლე წერეთელი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2023.
  2. არჩილ ბეგიაშვილი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2023.
  3. ქრისტიანული ეთიკა, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2022.
  4. იოსებ სტალინი, ხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021.
  5. Religion and the State in Hegel's Philosophy of Religion. In: Hegel's Philosophy of Religion. Perspectives – Contexts – Intercultural References. Edited by T. Iremadze, U. R. Jeck and H. Schneider, Bochum: Europäischer Universitätsverlag GmbH, 2021, pp. 115-129.
  6. სახელმწიფოს კონსტრუირების რელიგიური პრინციპი, იხ.: ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია, რედ.: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019, გვ. 161-184.
  7. თავისუფალ ხელოვნებათა ქრისტიანული იკონოგრაფია, იხ.: თანამედროვე უნივერსიტეტის მისია, რედაქტორები - მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), უ. რ. იეკი, თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2018, გვ. 78-104.
  8. აქსელ ჰონეტი: ინდივიდების ბრძოლა ურთიერთაღიარებისათვის და ინდივიდუალური თავისუფლების პათოლოგიები, იხ.: თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში, რედ.: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016, გვ. 179-203.
  9. მტრისა და მოყვარის ცნების ურთიერთმიმართება და პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური რეალობა, იხ.: ახალი რუსული იმპერიალიზმი და კავკასია, რედ.: თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2015.
  10. Ilia Chavchavadze`s Village Studies and the Principle of Individuality of Georgian Society.In: 2nd Eurasian Multidisciplinary Forum, EMF 2014, 23. 26 October, Tbilisi, Georgia Proceedings, Vol. 1, 164-167.
  11. Two Core Elements of Georg Simmel’s Philosophy of Life: Money and Intellect.In: Leben verstehen. Philosophie und Sozialtheorie, Bd. 1 T. Iremadze, U. R. Jeck, H. Schneider (Hrsg.) Berlin, 2014.
  12. აღმოსავლეთი და დასავლეთი – ორი სამყაროს მოდელი (ედუარდ საიდი, კობო აბე, გრიგოლ რობაქიძე), იხ.: სერია: ფილოსოფია, სოციოლოგია და მედიის თეორია, ტ. 6. აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისიპლინური კვლევები. უდო რაინჰოლდ იეკის დაბადების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული. რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე, გ. თევზაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2012.
  13. სოციალური მოქმედების გაუკუღმართებული ფორმები, იხ.: ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (14 დეკემბერი, 2010 წელი, თბილისი), რედაქტორ-შემდგენელი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2011.
  14. რა არის ენერგოპოლიტიკა?იხ.: შესავალი ენერგომენეჯმენტში, თბილისი, 2011.
  15. ლეო შტრაუსი - პოლიტიკური ფილოსოფიის გაგებისათვის,იხ.: ლ. შტრაუსი, რა არის პოლიტიკური ფილოსოფია? თბილისი: „საუნჯე“, 2011.
  16. სამართლიანობა და სიქველე პლატონთან და ჯონ ლოკთან, იხ.: Philosophy in Global Change, Jubilee volume dedicated To the 65th anniversary of Burkhard MoJsisch, Tbilisi, 2011.
  17. აზროვნება ნარატივით – გრიგოლ რობაქიძე მითოსსა და ფილოსოფიას შორის, იხ.: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, თბილისი: „ნეკერი“, 2011.
  18. აქსელ ჰონეტი: - ჰეგელის სამართლის ფილოსოფია და ინდივიდუალური თავისუფლების პათოლოგიები, იხ.: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური მაცნე, თბილისი, 2010.
  19. იურიდიული სოციოლოგია მისი აქტუალობა და მნიშვნელობა ქართული ჰუმანიტარულ-სოციალური და იურიდიული მეცნიერებისათვის, იხ.: ახალი სამეცნიერო კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, 2010.
  20. თანამედროვე ქართული უნივერსიტეტის იდეა - ცოდნის კონსერვაცია, კულტურული დებატები და ინოვაცია,იხ.: გორის III საერთაშორისო კონფერენცია „განათლება და განვითარება“, 2010.
  21. პოლიტიკის ფრიდრიხ ნიცშესეული კონცეპტი, იხ.: საზოგადოება – ცოდნის ტრანსფორმაცია – ფილოსოფია, თბილისი, 2009.
  22. ჰეგელი სამართლის დაფუძნებისა და პოზიტიური სამართლის ურთიერთობის შესახებ,იხ.: საზოგადოება – ცოდნის ტრანსფორმაცია – ფილოსოფია, თბილისი, 2009.
  23. გეორგ ზიმელის სიცოცხლის ფილოსოფიის ძირითადი სტიქიონები: ფული და ინტელექტი,იხ.: სიცოცხლის ფილოსოფია. პრობლემები და პერსპექტივები (სამეცნიერო სერია: ფილოსოფია, სოციოლოგია და მედიის თეორია, ტ. 3), თბილისი: „ნეკერი“, 2009.
  24. ბერთოლდ მოსბურგელის ფილოსოფიის თენგიზ ირემაძისეული ინტერპრეტაცია, კლოდ ლეფორის „თეოლოგიურ-პოლიტიკური მატრიცა“ და „რუის-ურბნისის ძეგლისწერა“,იხ.: (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა (თენგიზ ირემაძის წიგნისადმი – „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ – მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორ-შემდგენელნი: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, დ. ლეისი, თბილისი: „ნეკერი“, 2009.
  25. ღმერთი – ჭეშმარიტება – შესაძლებლობა. ღმერთის ცნება გერმანელ დომინიკელთა მოძღვრებაში (პოლემიკა პროფ. თენგიზ ირემაძესთან), იხ.: ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, თბილისი, 2008.
  26. ქართული უნივერსიტეტის მისია, ექსპერტიზა და აკადემიური თავისუფლება,იხ.: ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, თბილისი, 2008.
  27. თავისუფალი მმართველობა versus ხელისუფლება, იხ.: ა. ჰამილტონი, ჯ. მედისონი, ჯ. ჯეი, ფედერალისტური წერილები, თბილისი, 2008.
  28. ლეო შტრაუსი ტირანიის შესახებ, იხ.: ფილოსოფია – სოციოლოგია – პოლიტოლოგია, თბილისი, 2007.
  29. ხელისუფლების პოლიტიკურ-თეოლოგიური ასპექტები,იხ.: ფილოსოფია – სოციოლოგია – პოლიტოლოგია, თბილისი, 2007.
  30. ფედერალისტი და ხელისუფლების ენობრივი კონცეპტუალიზაცია,იხ.: ფილოსოფია – სოციოლოგია – პოლიტოლოგია, თბილისი, 2007.
  31. გამოწვევა დიალოგში,იხ.: ა. ჰამილტონი, ჯ. მედისონი, ჯ. ჯეი, ფედერალისტური წერილები (ათი ფედერალისტური წერილი ქართულად), ინგლისურიდან თარგმნა გ. ბარამიძემ, თბილისი, 2005 (თანაავტორები: გ. ბარამიძე და ლ. ფლეტჩერი).
  32. პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის სპეციფიკა (ბრძანება, როგორც ხელისუფლების რეალიზაციის მექანიზმი),იხ.: ქრისტიანული დემოკრატია, თბილისი, 2004.
  33. პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის სპეციფიკა (პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის ექსისტენციალური ინფორმაცია), იხ.: ქრისტიანული დემოკრატია, თბილისი, 2003.
  34. პოლიტიკური ხელისუფლების თეორიის სპეციფიკა (პოლიტიკური მეტყველების ველის ფორმირების სპეციფიკა),იხ.: ქრისტიანული დემოკრატია, თბილისი, 2002.
  35. თანამედროვე ლიბერალური იდეა პოლიტიკური ყოფიერების გაუკუღმართებულ ველში, იხ.: ლიბერალიზმი დემოკრატიის წინააღმდეგ, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის სერია, თბილისი, 2001.
  36. სახელმწიფოებრიობისა და თვითმმართველობის ანალიზი ბ. ბოუსენქითის პოლიტიკურ ფილოსოფიაში, იხ.: ფილოსოფიური ძიებანი, კრებული IV, თბილისი, 2000.
  37. საქართველო გაუკუღმართებული ზნეობრიობის სივრცეში, იხ.: ქრისტიანული დემოკრატია, თბილისი, 2000.
  38. დემოკრატიის გაჭიანურებული მშენებლობა პოლიტიკური ილუზიების ფონზე,იხ.: ახალი პარადიგმები, თბილისი, 1999.
  39. საკუთრებისა და პოლიტიკური თავისუფლების ურთიერთმიმართების პრობლემა გ. ვ. ფ. ჰეგელის ფილოსოფიაში, იხ.: მითოლოგია და ფილოსოფია, თბილისი, 1999.
  40. ნეოკონსერვატიზმი (სოლსბერის წრე), იხ.: ქრისტიანული დემოკრატია, თბილისი, 1999.
  41. პოზიტიური თავისუფლების პრინციპი თ. ჰ. გრინის პოლიტიკურ ფილოსოფიაში,იხ.: შსს აკადემიის სამეცნიერო ნაშრომთა კრებული, თბილისი, 1999.

 

თარგმანი:

  1. ჰანს-გეორგ გადამერი, ყოფიერება - სული - ღმერთი, ინგლისურიდან თარგმნა მ. გოგატიშვილმა, თბილისი: „ნეკერი“, 2020 წ.

 

რედაქციები:

  1. სამეცნიერო რედაქტორი - თ. ირემაძე, ახალი დროის ქართული ფილოსოფია, სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020.
  2. სამეცნიერო რედაქტორი - ლ. შტრაუსი, რა არის პოლიტიკური ფილოსოფია? თბილისი, 2011.
  3. სარედაქციო კოლეგიის წევრი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური მაცნე. თბილისი, 2010.
  4. სამეცნიერო რედაქტორი - საზოგადოება – ცოდნის ტრანსფორმაცია – ფილოსოფია, თბილისი, 2009.
  5. სამეცნიერო რედაქტორი (ლ. ზაქარაძესთან ერთად) - სიცოცხლის ფილოსოფია. პრობლემები და პერსპექტივები (სამეცნიერო სერია: ფილოსოფია, სოციოლოგია და მედიის თეორია, ტ. 3), თბილისი, 2009.
  6. რედაქტორ-შემდგენელი - (ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა (თენგიზ ირემაძის წიგნისადმი – „აზროვნების კონცეფციები ნეოპლატონიზმში“ – მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები), რედაქტორ-შემდგენელნი: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, უ. რ. იეკი, დ. ლეისი, „ნეკერი“, თბილისი, 2009.
  7. სამეცნიერო რედაქტორი - ქართული აზროვნება – განათლების პრობლემები – ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია, თბილისი, 2008.
  8. სამეცნიერო რედაქტორი - ა. ჰამილტონი, ჯ. მედისონი, ჯ. ჯეი, ფედერალისტური წერილები, თბილისი, 2008.
  9. სამეცნიერო რედაქტორი - ფილოსოფია – სოციოლოგია – პოლიტოლოგია, თბილისი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2007.
  10. სამეცნიერო რედაქტორი - გამოწვევა დიალოგში, იხ.: ა. ჰამილტონი, ჯ. მედისონი, ჯ. ჯეი, ფედერალისტური წერილები (ათი ფედერალისტური წერილი ქართულად), ინგლისურიდან თარგმნა გ. ბარამიძემ, თბილისი, 2005 (თანაავტორები: გ. ბარამიძე და ლ. ფლეტჩერი).