News

2026 წლის 1-2 აგვისტოს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია - „ფილოსოფია თანამედროვე საქართველოში“. სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა თანამედროვე ქართულ აკადემიურ სივრცეში მიმდინარე ფილოსოფიური კვლევების ძირითადი მიმართულებების, თემატიკისა და პრობლემატიკის წარმოჩენას. კონფერენციის კონცეპტუალური ფოკუსი მიმართული იყო იმ თეორიული და მეთოდოლოგიური ტენდენციების გაანალიზებაზე, რომლებიც დღესდღეობით განსაზღვრავს ფილოსოფიის განვითარებას საქართველოში. 

02.08.2026

2026 წლის 31 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის ასისტ. პროფესორის არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის წიგნის -„ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები“ - პრეზენტაცია. გამოცემა სისტემურად მიმოიხილავს მართლმადიდებლობის ძირითად სწავლებებს: ღმერთის შესახებ მოძღვრებას, წმინდა გარდამოცემას, წმინდა წერილს, მრწამსს, ათ მცნებას, ცხრა ნეტარებასა და შვიდ საეკლესიო საიდუმლოს, მათი საღვთისმეტყველო მნიშვნელობის განმარტებით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფესორები, სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.

31.07.2026

2026 წილის 31 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი ბატონი პეტრ კუბერნატი. ელჩმა დაათვალიერა უნივერსიტეტის კამპუსი, გაეცნო განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან და პროფესორებთან. 

30.07.2026

2026 წლის 30 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის წიგნის  - "ნარკვევები ახალი დროის ქართული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების შესახებ" - პრეზენტაცია. მიტროპოლიტმა გრიგოლმა ისაუბრა ახალი გამოცემის შესახებ, რომელიც აერთიანებს მის სამ გამოკვლევას XVIII-XIX საუკუნეების თვალსაჩინო ქართველი მოაზროვნეების ანტონ ჭყონდიდელის, იონა ხელაშვილის და თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ დამსწრე სტუმრები, რომელთაც მიულოცეს მიტროპოლიტ გრიგოლს ახალი წიგნის გამოცემა.

30.07.2026

2026 წლის 29 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის საჯარო სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა 4 სამაგისტრო ნაშრომი. კომისიის გადაწყვეტილებით ფილოსოფიის  მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ შემდეგ მაგისტრანტებს: არქიმანდრიტი ელისე აბრამიშვილი, ლანა ტუღუში, დეკანოზი ალექსანდრე გიორგაძე, რამაზ დიასამიძე. 

29.07.2026

2026 წლის 28 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის საჯარო სხდომა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა 12 სამაგისტრო ნაშრომი. კომისიის გადაწყვეტილებით ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ შემდეგ მაგისტრანტებს: ანნა ადამია, ნინო ბალავაძე, მაია ბლადაძე, სოფიო ბუკია, ლელა ინაშვილი, ნატალია კარიაული, მარიამ კიკვილაშვილი, მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე ლურსმანაშვილი, თამარ სიხარულიძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, ლელა ჭურაძე, გვანცა ჭყონია. ვულოცავთ ჩვენს მაგისტრანტებს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოპოვებას.

28.07.2026

2026 წლის 6 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. მინისტრმა მიქანაძემ დაათვალიერა უნივერსიტეტის კამპუსი, გაეცნო მის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს თანამშრომლები, უნივერსიტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

06.07.2026

2026 წლის 5-9 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში, ქალაქ ურბინოში. ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ურბინოს უნივერსიტეტს შორის რამდენიმე წელია, რაც ინტენსიური სამეცნიერო ურთიერთობა არსებობს. ამ ურთიერთობის ფარგლებში განხორციელდა არაერთი სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევრები.

09.06.2026

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი მონაწილეობას იღებს მორიგ კვლევით პროექტში „ფერთა თეორია ისტორიციზმსა და იდეალიზმს შორის“, რომელიც ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკოლა ლოპერფიდოს (ურბინოს უნივერსიტეტი, იტალია) ინიცირებით ხორციელდება. ეს პროექტი ეხება იდეალისტური აზროვნებისა და ნატურფილოსოფიის გადაკვეთის წერტილებს და მიზნად ისახავს ფერთა თეორიის პრობლემატიკის წარმოდგენასა და კრიტიკულ ანალიზს გ. ვ. ფ. ჰეგელის აზროვნების ჭრილში. კერძოდ, მასში გაკრიტიკებულია ფრანგი ისტორიკოსისა და სოციოლოგის, მიშელ პასტუროს (დაბ. 1947 წ.) ისტორიცისტული ხედვები, რომლებსაც პროფ. რინალდი აბსოლუტური იდეალიზმის ჩამოყალიბებულ ჭეშმარიტების კატეგორიას უპირისპირებს. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ პროექტი რელატივისტური თეორიებისა და ობიექტური, ჭეშმარიტებაზე ორიენტირებული ხედვების შეპირისპირებას (ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ) ახდენს. პროფ. რინალდი, ისტორიციზმის ცვალებადი, რელატიური მოცემულობების მძაფრი კრიტიკის შუქზე, ყოფიერების მატერიალური გამოვლინებების - ფერების - დიალექტიკური ონტოლოგიის ჭრილში ახსნას ცდილობს.

02.05.2026

2026 წლის 21 თებერვალს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია. ცერემონიაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, უნივერსიტეტის პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 11 კურსდამთავრებულს გადაეცა ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დიპლომი, 3 კურსდამთავრებულს კი ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის დიპლომი. ვულოცავთ ჩვენ კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან აკადემიურ წარმატებას.

21.02.2026