News
არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის წიგნის -„ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები“ - პრეზენტაცია (EN)
31.07.2026
2026 წლის 31 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის ასისტ. პროფესორის არქიმანდრიტ დიონისე გვიმრაძის წიგნის -„ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები“ - პრეზენტაცია. გამოცემა სისტემურად მიმოიხილავს მართლმადიდებლობის ძირითად სწავლებებს: ღმერთის შესახებ მოძღვრებას, წმინდა გარდამოცემას, წმინდა წერილს, მრწამსს, ათ მცნებას, ცხრა ნეტარებასა და შვიდ საეკლესიო საიდუმლოს, მათი საღვთისმეტყველო მნიშვნელობის განმარტებით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფესორები, სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.