News

პროფესორ თენგიზ ირემაძის ინტერვიუ ჩინურ ფილოსოფიურ გამოცემასთან (EN)

26.10.2026

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ირემაძემ ვრცელი ინტერვიუ მისცა ჩინურ ფილოსოფიურ გამოცემას „ფილელასი“, რომელშიც იგი ვრცლად და დაწვრილებით საუბრობს კავკასიური ფილოსოფიის, ქართული ფილოსოფიური ტრადიციის, ნეოპლატონიზმის ქართული რეცეფციისა და ტრანსფორმაციის შესახებ გავრცელება საქართველოში, ნიცშეს ათვისების გზების შესახებ ქართულ აზროვნებაში, ფილოსოფიისა და რეალობის ურთიერთმიმართების, პოსტჰუმანიზმისა და ურბანიზმის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფ. თენგიზ ირემაძის მიერ განვითარებულ „გზაგასაყარის“ მეთოდოლოგიას, რომელიც მის წიგნში „ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე“ (2013 წ.) არის წარმოდგენილი ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური ანალიზის მეთოდს ანიჭებს უპირატესობას. ამის შედეგად საფუძველი ეყრება აღმოსავლური და დასავლური აზროვნების ღია დიალოგის პროცესს, რომელიც თანამედროვე სამყაროში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანაარსებობის პრინციპებს უყრის საფუძველს. ამავე ინტერვიუში საუბარი პროფ. თენგიზ ირემაძისა და მისი კოლეგების მიერ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტისა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ფარგლებში განხორციელებული აკადემიური პროექტების და გამოცემების შესახებ.

ინტერვიუს ბმული