News
სამეცნიერო კონფერენცია - ფილოსოფია თანამედროვე საქართველოში (EN)
02.08.2026
2026 წლის 1-2 აგვისტოს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია - „ფილოსოფია თანამედროვე საქართველოში“. სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა თანამედროვე ქართულ აკადემიურ სივრცეში მიმდინარე ფილოსოფიური კვლევების ძირითადი მიმართულებების, თემატიკისა და პრობლემატიკის წარმოჩენას. კონფერენციის კონცეპტუალური ფოკუსი მიმართული იყო იმ თეორიული და მეთოდოლოგიური ტენდენციების გაანალიზებაზე, რომლებიც დღესდღეობით განსაზღვრავს ფილოსოფიის განვითარებას საქართველოში.