News

მიტროპოლიტ გრიგოლის წიგნის - "ნარკვევები ახალი დროის ქართული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების შესახებ" - პრეზენტაცია (EN)

30.07.2026

2026 წლის 30 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის წიგნის  - "ნარკვევები ახალი დროის ქართული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების შესახებ" - პრეზენტაცია. მიტროპოლიტმა გრიგოლმა ისაუბრა ახალი გამოცემის შესახებ, რომელიც აერთიანებს მის სამ გამოკვლევას XVIII-XIX საუკუნეების თვალსაჩინო ქართველი მოაზროვნეების ანტონ ჭყონდიდელის, იონა ხელაშვილის და თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ დამსწრე სტუმრები, რომელთაც მიულოცეს მიტროპოლიტ გრიგოლს ახალი წიგნის გამოცემა.