announcements

announcements

2019 წლის 4 მაისს, 14:00 საათზე, ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტი, დეკანოზი ჩად ჰეტფილდი შეხვდება სასულიერო პირებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, საღვთისმეტყველო საკითხებით დაინტერესებულ პირებს. 

announcements

2019 წლის 3 მაისს, 14:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საპატიო დოქტორის ინაუგურაციის ცერემონია. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტს,თეოლოგიის დოქტორსა და პროფესორს, დეკანოზ ჩად ჰეტფილდს, საღვთისმეტყველო განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში დეკანოზი ჩად ჰეტფილდი წაიკითხავს საზეიმო მოხსენებას თემაზე: „პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი და სეკულარიზმი: წინასწარმეტყველური ხმა“. დამსწრეებს გადაეცემათ მოხსენების ტექსტის პირველი ქართული გამოცემა.

announcements

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი იწყებს თანამშრომლობას ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიასთან (აშშ). თანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება, სამეცნიერო ღონისძიებების გამართვა, ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობა.

2019 წლის 2 მაისს 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონია. მემორანდუმს ხელს მოაწერენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და სემინარიის პრეზიდენტი, დეკანოზი ჩად ჰეტფილდი.

announcements

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დიდ საკონფერენციო დარბაზსს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. 2019 წლის 9 აპრილს, 13:00 საათზე, გაიმართება დარბაზის სახელობითი აბრის გახსნის ცერემონია. 

announcements

2019 წლის 2 აპრილს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება უნივერსიტეტის რექტორის, ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საჯარო ლექცია: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე“. დასწრება თავისუფალია.

announcements

2019 წლის 23 მარტს, 13:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება დოქტორ დავით თინიკაშვილის ლექცია თემაზე: „აღმოსავლელი მამები აპოკატასტასისის შესახებ“.

announcements

2019 წლის 22 მარტს, 14:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემების პრეზენტაცია:

  • მიტროპოლიტი კალისტე უეარი - შესაქმის მართლმადიდებლური ხედვა;
  • კრებული - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია.

announcements

2019 წლის 18 მარტს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება 2018 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის I საზეიმო ცერემონია. 

announcements

ზოგადი ინფორმაცია - 2019 წლის 24-25 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გამართავს დოქტორანტთა ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციას ეროვნულ დონეზე,  რომლის ფარგლებშიც საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტებს შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ მოხსენებები მათთვის პრიორიტეტული საკვლევი საკითხების შესახებ.