announcements

announcements

2019 წლის 30 მაისს, 18:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია:

„ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან - კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი“.

announcements

2019 წლის 29 მაისს, 16:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის ლექცია: „მოძღვრება ტრანსცენდენტალიების შესახებ: მშვენიერება, ჭეშმარიტება, თავისუფლება“. დასწრება თავისუფალია.

announcements

2019 წლის 23 მაისს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება კურსდამთავრებულთა ასოციაციის ღონისძიება - პრეზენტაცია თემაზე:

„საფილოსოფიო-საღვთისმეტყველო განათლება და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საქმიანობა“.

announcements

2019 წლის 24-25 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება დოქტორანტთა I ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 17 დოქტორანტი ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკური მეცნიერების, ისტორიისა და ფილოლოგიის სფეროებიდან. დასწრება თავისუფალია 

კონფერენციის დასაწყისი: 15:45 სთ., 24 მაისი, 2019.

 კონფერენციის პროგრამა

 

announcements

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი გამართავს სემინარებს:

  • 10 მაისი, 15:00 სთ. „მშვენიერების იდეა პლატონის ფილოსოფიაში“;
  • 11 მაისი, 13:00 სთ. „მშვენიერების იდეა პლატონიზმსა და ნეოპლატონიზმში“.

announcements

2019 წლის 6 მაისს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) ლექცია „მართლმადიდებლობა და ჩვენი დრო“.

announcements

2019 წლის 5 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის წარმომადგენელთა შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება სასწავლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხები. 

announcements

2019 წლის 5 მაისს, 11:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი ეთიკის თანამედროვე მოდელების შესახებ, სემინარს გაუძღვებიან პროფესორები დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია და მიხეილ გოგატიშვილი.

announcements

2019 წლის 4 მაისს, 14:00 საათზე, ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტი, დეკანოზი ჩად ჰეტფილდი შეხვდება სასულიერო პირებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, საღვთისმეტყველო საკითხებით დაინტერესებულ პირებს. 

announcements

2019 წლის 3 მაისს, 14:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება საპატიო დოქტორის ინაუგურაციის ცერემონია. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტს,თეოლოგიის დოქტორსა და პროფესორს, დეკანოზ ჩად ჰეტფილდს, საღვთისმეტყველო განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება.

ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში დეკანოზი ჩად ჰეტფილდი წაიკითხავს საზეიმო მოხსენებას თემაზე: „პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი და სეკულარიზმი: წინასწარმეტყველური ხმა“. დამსწრეებს გადაეცემათ მოხსენების ტექსტის პირველი ქართული გამოცემა.