announcements

announcements

2019 წლის 4-5 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდება პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი - „გერმანული იდეალიზმის ფილოსოფია“. კურსს გაუძღვება გერმანული იდეალიზმის თვალსაჩინო იტალიელი მკვლევარი, ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი.

announcements

2019 წლის 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება 2019-2020 სასწავლო წლის გახსნისა და 2019 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცის წარმომადგენლები, ასევე, საპატიო სტუმრები: პროფ. ჯაკომო რინალდი (ურბინო, იტალია) და პროფ. ჰელმუტ შნაიდერი (კასელი, გერმანია).

announcements

ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 2 სექტემბრიდან 2019 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დეკანატში (მისამართი: გურიის ქუჩა 1, ქალაქი ფოთი).

 

announcements

2019 წლის 31 ივლისს, 16:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ უდო რაინჰოლდ იეკის წიგნის - „ვახტანგ გორგასალი - ქრისტიანი ფილოსოფოსი მეფე“ - პრეზენტაცია. დასწრება თავისუფალია.

announcements

2019 წლის 29 ივლისს, 14:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის ღია სხდომა. რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება  ქრისტიანული ფილოსოფიის და ქრისტიანული ფსიქოლოგიის მიმართულებით შესრულებული სამაგისტრო ნაშრომები.

announcements

2019 წლის 14-17 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გამართავს ზაფხულის სკოლა იდეების ისტორიაში (თავისუფლება - სამართლიანობა - სახელმწიფო). სკოლას გაუძღვება სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი ნორბერტ ვასცეკი.

announcements

2019 წლის 29 ივნისს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სემინარი თემაზე: „საქართველოს ადგილი და როლი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში“.

announcements

2019 წლის 28 ივნისს, 17:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ახალი გამოცემის პრეზენტაცია:

მიტროპოლიტი კალისტე (უეარი) - მართლმადიდებლობა და ჩვენი დრო.

announcements

2019 წლის 27 ივნისს, 16:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში, გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „ქრისტიანული ანთროპოლოგია - იდეები და პარადიგმები“. დასწრება თავისუფლება.

announcements

22 ივნისს, 12:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სოციალური გამოკვლევის შედეგების პრეზენტაცია - „ქ. ფოთის მაცხოვრებლების საჭიროებების და განწყობების კვლევა“. კვლევა მომზადდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიის მიერ.