announcements

announcements

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დეკანატში (მისამართი: გურიის ქუჩა 1, ქალაქი ფოთი).

announcements

2026 წლის 1-2 აგვისტოს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია თანამედროვე საქართველოში“.

announcements

2026 წლის 30 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის წიგნის - „ნარკვევები ახალი დროის ქართული ფილოსოფიური ღვთისმეტყველების შესახებ“ - პრეზენტაცია. 

announcements

2026 წლის 28-29 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება სამაგისტრო პროგრამების დაცვის კომისიის სხდომა. 

announcements

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 2 სექტემბრიდან 2024 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დეკანატში (მისამართი: გურიის ქუჩა 1, ქალაქი ფოთი).

announcements

2024 წლის 30 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ახალი საქართველოს უნივერსიტეტში სემინარებს გამართავს ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი შემდეგ თემებზე:

  • შესავალი სპინოზას ფილოსოფიაში
  • სპინოზას ფილოსოფია და ნეოპლატონიზმი
  • ჰეგელი და დერიდა

announcements

2024 წლის 29 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება ქრისტიანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის ღია სხდომა.

announcements

რელიგიის კვლევების ევროპული საუნივერსიტეტო კონსორციუმი RESILIENCE, რომელსაც ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გასულ წელს შეუერთდა, აცხადებს რელიგიის კვლევებით დაინტერესებულ მკვლევართა მობილობის 2024 წლის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში მკვლევრებს საშუალება ექნებათ ეწვიონ პარტნიორი ორგანიზაციების ბიბლიოთეკებს და არქივებს თავიანთი კვლევითი პროექტის განხორციელებისათვის. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მაისი. პრეს-რელიზი იხილეთ აქ.

announcements

2024 წლის 27 თებერვალს 15:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება გიორგი კაპანაძის დისერტაციის დაცვა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
 
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფ. თენგიზ ირემაძე