Archive of Caucasian Philosophy and Theology

Lali Zakaradze

ფილოსოფოსი, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1997 წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში (სადისერტაციო ნაშრომის თემა: „სიკეთის იდეა ქართულ  ნეოპლატონიზმში“).

1996-1997 წლებში, ლალი ზაქარაძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო, 1997-2006 წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ამავე წლებში, კითხულობდა ლექციებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2004-2005 წლებში, ლალი ზაქარაძე იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ჰუმანიტარულ დარგში. 2006-2009 წწ. იგი იყო ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ფილოსოფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

2004-2008 წლებში, ლალი ზაქარაძე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, 2010-2012 წწ. კი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი.

2010-2013 წლებში, იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტის სრული პროფესორი, 2013 წლიდან კი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ხოლო, 2015 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტს.

2007 წლიდან დღემდე ლალი ზაქარაძე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის კულტურის განყოფილების გამგეა.

2014 წლიდან ლალი ზაქარაძე არის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის კავკასიური ფილოსოფიის განყოფილების გამგე და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

ლალი ზაქარაძე არის მრავალი სამეცნიერო კრებულისა და სერიის, მათ შორის კლასიკური ამერიკული პოლიტიკური ფილოსოფიის ტექსტების ერთ-ერთი რედაქტორი. იგი არის საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კავშირის წევრი, „აზიური ფილოსოფიური საზოგადოების“ წევრი (გერმანია), „იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების“ წევრი.

ლალი ზაქარაძის კვლევისა და სწავლების სფეროებია: ქართული ფილოსოფიის ისტორია, შუა საუკუნეების ფილოსოფია, კულტურის ფილოსოფია და სოციოლოგია, ინტერკულტურული ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია. 

 

გამოქვეყნებული ნაშრომები

წიგნები (ავტორი/თანაავტორი):

  1. ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2016 (თანაავტორები: თენგიზ ირემაძე, ჰელმუტ შნაიდერი, გიორგი ხუროშვილი, მაგდა მჭედლიძე, უდო რაინჰოლდ იეკი, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი, მიხეილ გოგატიშვილი, გიორგი თავაძე).
  2. ახალი რუსული იმპერიალიზმი და კავკასია, ავტორები: ლ. ზაქარაძე, გ. თავაძე, მ. გოგატიშვილი, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2015.
  3. ფილოსოფიური ურბანისტიკა, ავტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, ლ. ზაქარაძე, გ. ხუროშვილი, მ. გოგატიშვილი, გ. თავაძე, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2014.
  4. ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები, (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), ავტორთა კოლექტივი: თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, დოდო ლაბუჩიძე, გიორგი ხუროშვილი, უდო რაინჰოლდ იეკი, მიხეილ გოგატიშვილი, გრიგოლი ბერბიჭაშვილი, გურამ თევზაძე, გიორგი თავაძე, რედ. თ ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2014.
  5. რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების არსის შესახებ. შარლ ლუი მონტესკიე, ჟან ჟაკ რუსო, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ჰერბერტ სპენსერი, ერიხ ფრომი, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2010 (თანაავტორები: ჰელმუტ შნაიდერი, გიორგი თავაძე, დოდო ლაბუჩიძე, თენგიზ ირემაძე);
  6. გერმანული რომანტიზმი და ქართველი რომანტიკოსები, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2008.
  7. კულტურის სოციოლოგია, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2009.

 

თარგმანები:

  1. უდო რაინჰოლდ იეკი, ნეიროთეოლოგია. ტვინი რელიგიისა და ფილოსოფიის ფოკუსში. განვითარების ისტორიის მონახაზი, გერმანულიდან ქართულად თარგმნა ლალი ზაქარაძემ, რედაქტორები თ. ირემაძე და ჰ. შნაიდერი, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2016.
  2. უდო რაინჰოლდ იეკი, განაზრებანი ქართული ფილოსოფიის შესახებ, გერმანულიდან ქართულად თარგმნა ლალი ზაქარაძემ, რედაქტორი გ. თევზაძე, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2010 (მეორე გამოცემა - თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013).

 

უცხოეთში გამოქვეყნებული სტატიები:

  1. Aleksandre Janelidze’s Works in the Context of Philosophy of Life, in: Leben verstehen. Philosophie und Sozialtheorie (PhSt), Bd. I, hrsg.: T. Iremadze, U. R. Jeck, H. Schneider, Logos Verlag Berlin, 2014, S. 85-88.
  2. Disciple-Teacher Relationships at Iviron Monastery at Mount Athos, Materialen zur 39. Kölner Mediaevistentagung, 9.-12. September 2014, Schüler und Meister, Universität zu Köln 2014, S. 121-125.
  3. New Perspectives of Georgian Philosophy in the Light of Intercultural Thought, European Scientific Journal, special edition, vol. 2 (December 2013), pp. 528-533. 
  4. Merab Mamardashvili: Perception of European Identity – a Road Towards Self-Awareness, European Scientific Journal , special edition (July 2013), pp. 87-96. 
  5. The Most Important Monument of Medieval Georgian Legal Thinking:„The Great Canon Law”, Materialen zur 38. Kölner Mediaevistentagung, 11.-14. September 2012, Köln 2012, S. 90-92.
  6. Hegel in Georgien. Schalva Nuzubidse und seine Hegel-Studien, in: Jahrbuch für Hegelforschung, hrsg. von Helmut Schneider, Bd.12-14, Sankt Augustin: Academia Verlag, 2010, S. 267-273. 
  7. Прокл у грузинському та латиномовному Середньовiччi (Iоане Петрицi та Бертольд Мосбурзький) Фiлософська Думка, Нацiональна академiя наук Украiни iнститут Фiлософii, Киiв. № 4, 2010. заснований у сiчнi 1927 року. ст. 43-49. 
  8. Schalwa Nuzubidse, in: Philosophenlexikon, Stuttgart: Verlag Phillip Reclam jun, 2009, S. 225-226. 
  9. Nietzsche in Georgien. Dem lichten Andenken Tamas Buatschidses gewidmet, „Georgica“. Zeitschrift für Kultur, Sprache und Geschichte Georgiens und Kaukasiens, № 30. Shaker Verlag, Aachen 2007, S.142- 146. 

 

საქართველოში გამოქვეყნებული სტატიები: 

  1. თავისუფლება - პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველი, იხ.: თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2016.
  2. რუსული სული ნაციონალიზმსა და იმპერიალიზმს შორის, იხ.: ახალი რუსული იმპერიალიზმი და კავკასია, რედაქტორი თ.ირემაძე, თბილისი, 2015.
  3. დიონისე არეოპაგელის მისტიკური ღვთისმეტყველება და შუა საუკუნეების ქართული აზროვნება, იხ: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2016.
  4. 4. ქრისტიანული ფილოსოფია შუა საუკუნეების საქართველოსა და ბიზანტიაში (იოანე პეტრიწი - გრიგოლ პალამა), იხ.: ბიზანტინოლოგია საქართველოში - 4, თბილისი 2016 (იბეჭდება).
  5. ფილოსოფიისა და პოეზიის დიალოგი: შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო ტრადიცია და ნოსტალგიით გამსჭვალული გურამიშვილის პოეტური შემოქმედება, იხ.: ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სამეცნიერო ჟურნალი ქართული ემიგრაცია, # 1, თბილისი, 2013.
  6. ქართული ფილოსოფიის ახალი პერსპექტივები ინტერკულტურული აზროვნების ჭრილში // ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი „კადმოსი“, # 4, 2012, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2012.
  7. უდო რაინჰოლდ იეკი და ქართული ფილოსოფიური აზროვნება (ევროპოცენტრიზმის კრიტიკის ჭრილში), იხ.: აღმოსავლეთი და დასავლეთი. პროფესორ უდო რაინჰოლდ იეკის დაბადებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2012.
  8. იონა ხელაშვილი - დიდი ქართველი ღვთისმეტყველი ეპოქათა გზაგასაყარზე, იხ.: საქართველოს საპატრიარქო, ჟურნალი „უფლის ციხე“, # 2, თბილისი, 2012.
  9. მ. მამარდაშვილი: ევროპული იდენტობის აღქმა - გზა თვითგამორკვევისკენ, იხ.: სამეცნიერო ჟურნალი „სემიოტიკა“, # 10, სემიოტიკის მეორე სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2011. 
  10. მერაბ მამარდაშვილის აზროვნება თანამედროვე კულტურის კვლევების ჭრილში, იხ.: ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (14 დეკემბერი, 2010 წელი, თბილისი), თბილისი, 2013.
  11. 11. L. Zakaradze, Proclus - in the Georgian and Latin Middle Ages (Ioane Petritsi and Berthold of Moosburg), Philosophy in Global Change (Jubilee volume dedicated to the 65th anniversary of Burkhard Mojsisch), Edited by Tengiz Iremadze in collaboration with Helmut Schneider and Klaus J. Schmidt // სამეცნიერო სერიაში - ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია, ტ. 5, თბილისი, 2011.
  12. პოლემიკა შემოქმედების ონტოლოგიური პრობლემების შესახებ (გრიგოლ რობაქიძე და შალვა ნუცუბიძე), იხ.: გრიგოლ რობაქიძე და თანამედროვე აზროვნება, თბილისი, 2011.
  13. ტოლერანტობა და ინტერკულტურალობა, იხ.: ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები. ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში, თბილისი, 2010.
  14. გლობალური აზროვნების მანიფესტი - კარლ შმიტის გეოპოლიტიკური კონცეფცია, იხ.: ჟურნალი „სემიოტიკა“, № 8, სემიოტიკის პირველი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2010. 
  15. მედიის ფილოსოფიის არსის გაგებისათვის, იხ.: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის შრომები, თბილისი, 2010.
  16. რეცენზია კარლ შმიტის ნაშრომზე: „ხმელეთი და ზღვა: მსოფლიო-ისტორიული განაზრება“, იხ.: ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი „კადმოსი“, № 2, თბილისი, 2010.
  17. განათლება და ტოლერანტობა, იხ.: მესამე საერთაშორისო კონფერენციის - „განათლება და განვითარება“ მასალები, გორი, 2010.
  18. ქართული განმანათლებლობის ფილოსოფიის სათავეებთან, იხ.: შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ჩვენი სულიერების ბალავარი II, ბათუმი, 2010.
  19. ფილოსოფიური იდეები დავით გურამიშვილის შემოქმედებაში, იხ.: ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. II (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი), „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2010.
  20. Proclus – in the Georgian and Latin Middle Ages, International Conference “Byzantine Studies in Georgia – 3”, Tbilisi: “Logos”, 2009.
  21. პროკლე ქართულ და ლათინურენოვან შუა საუკუნეებში, იხ.: საერთაშორისო კონფერენციის მასალები – „ბიზანტინოლოგია საქართველოში - 3“, 25-30 სექტემბერი, თბილისი, 2009.
  22. ფილოსოფია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ტრანსფორმაციის პროცესში: მედიის ფილოსოფია, საერთაშორისო კონფერენციის მასალები: ჰუმანიტარული მეცნიერებები თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში, ტ. II, ბათუმი, 2009.
  23. გერმანული რომანტიზმის თეორია, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შრომები, ტ. XII, ბათუმი, 2009.
  24. არეოპაგიტული „ტრფიალების“ გაგებისათვის, იხ.: საერთაშორისო კონფერენციის მასალები ,„ბიზანტინოლოგია საქართველოში - 2”, ტ. I, თბილისი, 2009.
  25. ღმერთი – ინტელექტი – ადამიანი, იხ.: საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები კრებულში: „(ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა“, თბილისი, 2009.
  26. ცოდნის კულტურსოციოლოგია: კარლ მანჰაიმი, იხ.: სამეცნიერო კრებული - „საზოგადოება, ცოდნის ტრანსფორმაცია, ფილოსოფია“, თბილისი, 2009.
  27. ფრიდრიხ ნიცშე და ქართული აზროვნება, იხ.: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის შრომები, ტ. III., თბილისი, 2009.
  28. ქრისტიანული ფილოსოფიის პეტრიწისეული მოდელი, იხ.: „ჩვენი სულიერების ბალავარი“ (სამეცნიერო კონფერენციის მასალები), ბათუმი, 2009.
  29. ალექსანდრე ჯანელიძის „ეროვნული შემოქმედება“ სიცოცხლის ფილოსოფიის კონტექსტში, იხ.: სიცოცხლის ფილოსოფია: პრობლემები და პერსპექტივები (სამეცნიერო სერიაში - ფილოსოფია, სოცილოგია, მედიის თეორია. ტ. 3), თბილისი, 2009.
  30. კულტურის ტრაგედიის საკითხი გეორგ ზიმელთან, იხ.: სამეცნიერო კრებული - „საზოგადოება, ცოდნის ტრანსფორმაცია, ფილოსოფია”, თბილისი, 2009.
  31. კულტურის სოციოლოგიის მაქს შელერისეული მოდელი, იხ.: სამეცნიერო კრებული - „საზოგადოება, ცოდნის ტრანსფორმაცია, ფილოსოფია”, თბილისი, 2009.
  32. კარლ იასპერსი და ხოსე ორტეგა ი გასეტი უნივერსიტეტის იდეისა და მისიის შესახებ, იხ.: კონფერენციის მასალები, თბილისი 2008.
  33. ფილოსოფიური იდეები ქართულ რომანტიზმში (ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზბარათაშვილი), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია, ტ. III, ბათუმი, 2008.
  34. Вопросы грузинского Ренесcанса в исcледованях русских учёных: отзывы и оценки, იხ.: სამეცნიერო კონფერენციის მასალები „ქართული აზროვნება, განათლების პრობლემები და ჰუმანიზმის ეპისტემოლოგია“, თბილისი, 2008.
  35. ილია ჭავჭავაძე და უილიამ ფოლკნერი – ოცნება სამართლიან საზოგადოებაზე, იხ.: სამეცნიერო კრებული „ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტოლოგია“, თბილისი, 2007.
  36. ტოლერანტობის ცნება ანტიკურობასა და რენესანსის ეპოქაში, იხ.: სამეცნიერო კრებული „ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტოლოგია“, თბილისი, 2007.
  37. ზიგფრიდ კრაკაუერი მასისა და მასობრივი კულტურის შესახებ, იხ.: სამეცნიერო კრებული „ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტოლოგია“, თბილისი, 2007.
  38. არეოპაგიტული მისტიკის თავისებურებანი, იხ.: ფილოსოფია. დიალექტიკა. ლოგიკა (სამეცნიერო სერია „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია“, ტ. 2), თბილისი, 2008.
  39. ეროსის ადგილი არეოპაგიტიკაში, იხ.: ფილოსოფია – ღვთისმეტყველება – კულტურა, იხ.: აკად. გურამ თევზაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბილისი, 2007.
  40. ეროვნული იდეოლოგია სახელმწიფო მოწყობის პერსპექტივაში, იხ.: საქართველოს სახელმწიფო – უნიტარული თუ ფედერაციული. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენელთა სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ბათუმი, 2005.

 

რედაქციები:

I. ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია, სერიის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თენგიზ ირემაძე.

  1. ტ. 8: გიორგი თავაძე, ფილოსოფიური გეოგრაფია. ისტორია, პრობლემები, პერსპექტივები, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2016.
  2. ტ. 7: ბერნჰარდ ვალდენფელსი, გზები ფენომენოლოგიისა, პასუხს რომ იძლევა, ფრანგულიდან ქართულად თარგმნა დ. ლაბუჩიძემ, მთავარი რედაქტორი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013.
  3. ტ. 6: აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები. უდო რაინჰოლდ იეკის დაბადების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორ-შემდგენლები და წინათქმის ავტორები: თ. ირემაძე და გ. თევზაძე, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2012.
  4. ტ. 5: Philosophy in Global Change. Jubilee volume dedicated to the 65th anniversary of Burkhard Mojsisch, edited by T. Iremadze in collaboration with H. Schneider and K. J. Schmidt, Tbilisi: Publishing House “Nekeri”, 2011.
  5. ტ. 4: ლალი ანთიძე, ნიკოლოზ ლოსკის ინტუიტივიზმი, მთავარი რედაქტორი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2010.
  6. ტ. 3: სიცოცხლის ფილოსოფია. პრობლემები და პერსპექტივები, რედაქტორ-შემდგენელნი: ლ. ზაქარაძე, მ. გოგატიშვილი. მთავარი რედაქტორი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2009.
  7. ტ. 2: ფილოსოფია – დიალექტიკა – ლოგიკა. სავლე წერეთლის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, რედაქტორ-შემდგენელნი და წინათქმის ავტორები: ლ. ზაქარაძე, თ. ირემაძე, თბილისი: გამომცემლობა „არხე“, 2008.
  8. ტ. 1: ნიცშე საქართველოში. ეძღვნება თამაზ ბუაჩიძის ნათელ ხსოვნას, რედაქტორ-შემდგენი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, თბილისი: გამომცემლობა „არხე“, 2007.

II. ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები. თარგმანები, სერიის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თენგიზ ირემაძე (გამოდის 2007 წლიდან).

  1. ტ. 5: ფრენსის ბეკონი, ახალი ატლანტიდა, ქართულად თარგმნა გ. ხუროშვილმა, მთავარი რედაქტორი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2016.
  2. ტ. 4: ჰანა არენდტი, რა არის ხელისუფლება? ინგლისურიდან თარგმნა გ. ხუროშვილმა, მთავარი რედაქტორი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2015.
  3. ტ. 3: კარლ შმიტი, ხმელეთი და ზღვა. მსოფლიო-ისტორიული განაზრება, გერმანულიდან ქართულად თარგმნა გ. თავაძემ, მთავარი რედაქტორი და წინათქმის ავტორი თ. ირემაძე, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2010.

III. კლასიკური ამერიკული პოლიტიკური ფილოსოფიის ტექსტების რედაქტორი:

  1. „ჯონ დიუი - თავისუფლება და კულტურა“, ინგლისურიდან თარგმნა გიორგი თავაძემ, სამეცნიერო რედაქტორები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. თავაძე, თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014.
  2. ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები: ბენჯამინ ფრანკლინი, ჯონ ადამსი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს უილსონი, ბენჯამინ რაში, გ. ხუროშვილმა, წინათქმა დაურთო თ. ირემაძემ, სამეცნიერო რედაქტორები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. თავაძე, თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013.
  3. თომას პეინი, საღი აზრი, ინგლისურიდან თარგმნა გ. თავაძემ, წინათქმა დაურთო თ. ირემაძემ, სამეცნიერო რედაქტორები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, დ. ლაბუჩიძე-ხოფერია, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2012.
  4. ალექსის დე ტოკვილი, დემოკრატია ამერიკაში, ფრანგულიდან თარგმნა დ. ლაბუჩიძე-ხოფერიამ, წინათქმა დაურთო თ. ირემაძემ, სამეცნიერო რედაქტორები: თ. ირემაძე, ლ. ზაქარაძე, გ. თავაძე, თბილისი: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011.

IV. ცალკეული სამეცნიერო ნაშრომების რედაქტორი:

  1. თენგიზ ირემაძე, ფილოსოფია ეპოქათა და კულტურთა გზაგასაყარზე, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2013.
  2. ევროპული პასუხისმგებლობა. მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (14 დეკემბერი, 2010 წელი, თბილისი), რედაქტორ-შემდგენელი: თენგიზ ირემაძე, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2011.
  3. ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში, ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 2010.
  4. საერთაშორისო კონფერენციის მასალები - „(ნეო)პლატონიზმი და თანამედროვეობა“, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2009 (რედაქტორ–შემდგენელნი: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, ლ. ზაქარაძე, დუეინ ლეისი).
  5. კარლ შმიტი, ხმელეთი და ზღვა. მსოფლიო-ისტორიული განაზრება, გერმანულიდან თარგმნა გ. თავაძემ, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2010.
  6. რა არის თავისუფლება? დიდი მოაზროვნეები თავისუფლების შესახებ. შარლ ლუი მონტესკიე, ჟან ჟაკ რუსო, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ჰერბერტ სპენსერი, ერიხ ფრომი, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2010.
  7. Tengiz Iremadze, Der Aletheiologische Realismus. Schalwa Nuzubidse und seine neuen Denkansätze, Tbilissi: Verlag “Nekeri”, 2008.
  8. თენგიზ ირემაძე, ვალტერ ბენიამინი, ცხოვრება. მოღვაწეობა. აქტუალობა, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2008.
  9. კ. ელჩიბეგაშვილი, ნიკო ნიკოლაძის „სოციალურ-პოლიტიკური და ესთეტიკური შეხედულებები, თბილისი, 2006.
  10. გ. თევდორაძე, ისტორიის ერთიანობის საკითხები ბიბლიაში, თბილისი, 2002.
  11. ვ. ხოჭოლავა, პოლიტიკური ხელისუფლების არსი, თბილისი, 2001.