News

ზაფხულის სკოლის გახსნის ცერემონია (EN)

14.07.2018

2018 წლის 14 ივლისს, ხობის მონასტრის საკათალიკოსო სასახლეში გაიმართა ზაფხულის სკოლის (მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი) გახსნის ცერემონია. გახსნის ცერემონიაზე მონაწილეებს შესავალი სიტყვით მიმართეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა პროფ. თენგიზ ირემაძემ. ცერემონიაზე, ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ პროფ. ლალი ზაქარაძე, პროფ. მიხეილ გოგატიშვილი, ასოც. პროფ. გიორგი თავაძე, ასოც. პროფ. ირაკლი კახიძე და ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი.