News
ზაფხულის სკოლა იდეების ისტორიაში (თავისუფლება - სამართლიანობა - სახელმწიფო) (EN)
2019 წლის 14-17 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ზაფხულის სკოლა იდეების ისტორიაში (თავისუფლება - სამართლიანობა - სახელმწიფო). სკოლას უძღვებოდა სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი ნორბერტ ვასცეკი, რომელმაც ქართველ კოლეგებთან ერთად წაიკითხა მოხსენებები ახალი დროის და თანამედროვე პოლიტიკური იდეების შესახებ. ზაფხულის სკოლაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 20 უმაღლესი სასწავლებლის 70-მდე სტუდენტი. ზაფხულის სკოლის ფარგლებში გაიმართა 4 სესია და შემაჯამებელი დისკუსია. დახურვის ცერემონიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და პროფესორმა ნორბერტ ვასცეკმა. დახურვის ცერემონიის დასასრულს ზაფხულის სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.