News

ვენის წმ. ეფრემ ასურის სახელობის დასავლეთ-აღმოსავლეთის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის (STEP) ხელმძღვანელები სტუმრად უნივერსიტეტში (EN)

12.08.2022

2022 წლის 12 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე), ვენის წმ. ეფრემ ასურის სახელობის დასავლეთ-აღმოსავლეთის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის (STEP) ხელმძღვანელები პროფესორი, დოქტორი მიხაელა ჰასთეთერი და მღვდელმონაზონი ეფრემ ლომიძე (დოქტორი, პროფესორი). გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი, პროფ. თენგიზ ირემაძე და პროფ. ლალი ზაქარაძე. შეხვედრაზე განხილული იქნა ინსტიტუციების მიერ განხორციელებული საქმიანობა და დასახული იქნა ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივა.