News
უნივერსიტეტმა პროფესორ მიხეილ მახარაძის პირადი არქივი და ბიბლიოთეკა შეიძინა (EN)
ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, პროფესორ მიხეილ მახარაძის (1946-2023 წწ.) პირადი არქივი და ბიბლიოთეკა შეიძინა. პროფესორ მიხეილ მახარაძის პირადი კოლექცია დაახლოებით 1500 წიგნსა და საარქივო დოკუმენტს აერთიანებს. ამჟამად უნივერსიტეტში მიმდინარეობს მასალების დამუშავება, აღრიცხვა და სისტემატიზაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, წიგნადი ფონდი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში განთავსდება, ხოლო საარქივო მასალები კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივს შეემატება. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეხუთე პირადი არქივი და ბიბლიოთეკაა, რომელიც უნივერსიტეტმა ბოლო წლებში შეიძინა. აღნიშნული ინიციატივა ქართული ინტელექტუალური მემკვიდრეობის შეგროვებას, დაცვას და სამეცნიერო მიმოქცევაში დაბრუნებას ემსახურება.