News
უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიის კვლევების ევროპული კონსორციუმის RESILIENCE-ის მმართველი საბჭოს სხდომაში (EN)
14.07.2023
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რელიგიის კვლევების ევროპული კონსორციუმის RESILIENCE-ის მმართველი საბჭოს სხდომაში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი მიტროპოლიტი გრიგოლი და მის შემადგენლობაში იყვნენ უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა და დაისახა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი აქტივობა. კონსორციუმი აერთიანებს 16 ევროპულ უნივერსიტეტს და მისი მიზანია რელიგიის კვლევების ინფრასტრუქტურის განვითარება, არქივებს შორის თანამშრომლობა და მკვლევართა მობილობის ხელშეწყობა.