News
2016 წლის 12-13 თებერვალს, სორბონის უნივერსიტეტში (პარიზში/საფრანგეთი), გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „თეოლოგიის საწყისები და მიზეზთა წიგნი V-XVII საუკუნეებში“, რომელზეც მიწვეული იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ამა
2016 წლის 12-13 თებერვალს, სორბონის უნივერსიტეტში (პარიზში/საფრანგეთი), გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „თეოლოგიის საწყისები და მიზეზთა წიგნი V-XVII საუკუნეებში“, რომელზეც მიწვეული იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი თენგიზ ირემაძე. მან კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება - „პროკლეს თეოლოგიის საწყისები კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში“. ეს მოხსენება ეხებოდა კავკასიური ფილოსოფიის ადგილსა და მნიშვნელობას ინტერკულტურული აზროვნების კონტექსტში, ასევე იმ განსაკუთრებულ როლს, რომელიც პროკლეს დიადოხოსის „თეოლოგიის საწყისების“ იოანე პეტრიწისეულმა თარგმანმა და კომენტარმა შეასრულა ერთიანი კავკასიური ფილოსოფიის ჩამოყალიბების პროცესში. აღსანიშნავია, რომ „კავკასიური ფილოსოფიის“ ცნება, ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის თვალსაზრისით, ახალ კონცეფციას წარმოადგენს და მისი ისტორიული და სისტემური დამუშავება სწორედ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივში ხდება.