News

თანამშრომლობის მემორანდუმი ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიასთან (აშშ). (EN)

02.05.2019

ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიას (აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კვლევითი პროექტები, გაიმართება სამეცნიერო ღონისძიებები. 2019 წლის 2 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონია. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტმა, დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.