News

შემაჯამებელი შეხვედრა პროფ. ჯაკომო რინალდისთან (EN)

18.10.2019

2019 წლის 18 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა პროფ. ჯაკომო რინალდისთან. პროფ. რინალდიმ შეაჯამა სამი კვირის განმავლობაში უნივერსიტეტში წაკითხული ლექციები და გამართული სემინარები. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. შეხვედრის ფარგლებში მიტროპოლიტმა გრიგოლმა და პროფ. რინალდიმ სერტიფიკატები გადასცეს ჰეგელის სკოლასა და კვალიფიკაციის კურსებში მონაწილე სტუდენტებსა და მკვლევარებს.