News

შეხვედრა მიტროპოლიტ კალისტე უეართან (EN)

10.10.2018

2018 წლის 10 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, გაიმართა საქართველოში მიღვაწე თეოლოგებისა და საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებისა და სტუდენტების შეხვედრა დიოკლიის მიტროპოლიტ კალისტე უეართან. შეხვედრაზე მიტროპოლიტმა კალისტემ შესავალ სიტყვაში ისაუბრა თანამედროვეობაში მართლამდიდებელი რელიგიისა და თეოლოგიის გამოწვევებზე, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ეკლესია და სახელმწიფო, ბიოეთიკა, ეკოლოგია, ქრისტიანული მისიონერობა, გენდერი, ქრისტიანული ანთროპოლოგია და სხვა.