News

შეხვედრა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან (EN)

12.05.2022

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია აკადემიური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა შეხვედრა გამართა ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან უნეტარეს ტიხონთან. შეხვედრაზე განხილული იქნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის საკითხები.