News

სემინარი ქრისტიანული ეთიკის შესახებ (EN)

08.05.2018

2018 წლის 8 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი ქრისტიანული ეთიკის შესახებ. სემინარს უძღვებოდა პროფესორი მიხეილ გოგატიშვილი. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ქრისტიანული ეთიკის რეცეფცია ახალი დროის ევროპულ აზროვნებაში, ასევე, მსჯელობა გაიმართა ქრისტიანული ეთიკის თანამედროვე აქტუალური საკითხების შესახებ. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.