News

სამეცნიერო კონფერენცია „სამართალი და პოლიტიკა“ (EN)

02.08.2024

2024 წლის 2 აგვისტოს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „სამართალი და პოლიტიკა“.  კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა შემდეგი მოხსენებები: პროფ. ჯაკომო რინალდი - რამდენიმე რეფლექსია მე-20-ე საუკუნის იტალიური პოლიტიკური აზროვნების შესახებ; პროფ. მიხეილ გოგატიშვილი - დაბრუნება ბუნებით სამართალთან: ჯონ ფინისი და მისი მეტაფიზიკური თეორია; პროფ. ლალი ზაქარაძე - სამართლიანობის იდეა ივან ილინის სამართლის ფილოსოფიაში. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია წარმოდგენილი მოხსენებების შესახებ.