News

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სივრცის გაგება გლობალურ სამყაროში" (EN)

19.09.2018

2018 წლის 18-19 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სივრცის გაგება გლობალურ სამყაროში - რუსული ევრაზიიზმის იდეა“.

ევრაზიიზმი, როგორც რუსული პოლიტიკის კონცეფცია, განსაკუთრებით აქტიური განხილვის საგანი გახდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის ახალი ტალღის დაწყების კვალდაკვალ. კონფერენციის ფარგლებში საგანგებო ყურადღება მიექცა სივრცის იმ კონცეპტთა გაგებასა და ანალიზს, რომელიც რუსული ევრაზიიზმის საფუძველს წარმოადგენს. კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო სივრცის პოლიტიკური, ფილოსოფიური და კულტურულ-გეოგრაფიული ასპექტები.

კონფერენცია გახსნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში უკრაინის ელჩი ბ-ნი იგორ დოლოგოვი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი ბ-ნი იოშ დოუმა და ქ. ფოთის მერი ბ-ნი გოჩა კურდღელია. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, სასულიერო პირები, პოლიტიკური ექსპერტები, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების და განათლების სფეროს წარმომადგენლები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

  • პროფ. თენგიზ ირემაძე (საქართველო) - შესავალი მოხსენება
  • დოქტორი დენის სამუტი (გაერთიანებული სამეფო) - სამხრეთ კავკასია - გლობალური ურთიერთდამაკავშირებელი: როგორ გამოვიყენოთ შესაძლებლობები, როგორ ავიცილოთ საფრთხეები?
  • პროფ. ლალი ზაქარაძე (საქართველო) - ევრაზიიზმი და ნეოევრაზიიზმი: „დიდი სივრცეების იმპერატივები“ და მათი გეოპოლიტიკური კონტექსტი
  • პროფ. მიხეილ გოგატიშვილი (საქართველო) - ძალაუფლების ტოპოლოგია
  • პროფ. იოახიმ ფონ ვედელი (პოლონეთი) - მსოფლიო იმპერია. სახელმწიფოსგან თავისუფალი გლობალური ბატონობის ცნების შესახებ
  • პროფ. პიოტრ კვიატკიევიჩი (პოლონეთი) - მიკროგენერაცია, როგორც ავტორიტარული და ავტოკრატიული პოლიტიკური სივრცეების დემოკრატიზაციის დამაჩქარებელი
  • ასოც. პროფ. გიორგი თავაძე (საქართველო) - კარლ შმიტის სივრცის ფილოსოფია
  • სოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი (საქართველო) - რუსული ნეოიმპერიალიზმი დაკარგული იმპერიის ძიებაში