News

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და ქრისტიანობა - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“ (EN)

23.09.2017

2017 წლის 22-23 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ფილოსოფია და ქრისტიანობა - ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი. კონფერენცია გახსნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფიის დოქტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა  გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი). კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე წაკითხული იქნა სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია II- და საქართველოს პრეზიდენტის ბ-ნი გიორგი მარგველაშვილის მისასალმებელი წერილები. კონფერენციის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის შემოქმედების ცნობილმა უცხოელმა მკვლევარებმა. კონფერენციას ესწრებოდნენ და დისკუსიებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სასულიერო პირები, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. კონფერენციას თავმჯდომარეობდა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი პროფესორი თენგიზ ირემაძე.