News

პროფესორ ნოდარ ბელქანიას მოხსენება (EN)

16.11.2017

2017 წლის 16 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, განგრძობადი განათლების პროგრამის („ქრისტიანობა და თანამედროვეობა“) ფარგლებში გაიმართა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნოდარ ბელქანიას მოხსენება თემაზე: „ადამიანის ბიოგრაფია: პიროვნების ბიოლოგიური, ფსიქიკური და სულიერი განვითარება“. მოხსენებას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, რუსთველი მიტროპოლიტი იოანე, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები. ღონისძიება აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.