News
ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, გაიმართა პროფ. ლალი ზაქარაძის მოხსენება თემაზე: „განათლება და ტოლერანტობა“. (EN)
ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით, გაიმართა პროფ. ლალი ზაქარაძის მოხსენება თემაზე: „განათლება და ტოლერანტობა“. მომხსენებელმა საფუძლიანად გააანალიზა ტოლერანტობის ცნების მნიშვნელობა და წარმოადგინა მისი ისტორიულ-ფილოსოფიური კონტექსტი. მან ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სამყაროში ტოლერანტობისა და განათლების ურთიერთკავშირის მნიშვნელობაზე და, ასევე, მიუთითა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ამ მხრივ ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე. მოხსენებას დაესწრნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები, საზოგადოების წარმომადგენლები. მოხსენების დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია.