News

პროფესორ ჯაკომო რინალდის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევარის წოდება მიენიჭა (EN)

11.10.2019

2019 წლის 10 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პროფესორ ჯაკომო რინალდის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევრის წოდება მიენიჭა. საპატიო წოდების დამადასტურებელი დიპლომი პროფ. რინალდის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა გადასცა. ბ-ნი რინალდი გერმანული და იტალიური ფილოსოფიის თვალსაჩინო თანამედროვე მკვლევარია, იგი არის ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი თეორიული ფილოსოფიის მიმართულებით, არის 20-მდე მონოგრაფიისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი.