News
პროფ. დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიას საარქივო მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება (EN)
2022 წლის 18 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მთარგმნელისა და მეცნიერის პროფ. დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიას საარქივო მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მისი საარქივო მემკვიდრეობა გადაეცა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივს. დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიას შემოქმედების შესახებ ვრცელი მოხსენება წარადგინა პროფ. ლალი ზაქარაძემ. პროფ. ლაბუჩიძის შესახებ ისაუბრეს მისმა კოლეგებმა და სტუდენტებმა. ღონისძიებას ესწრებოდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, უნივერსიტეტში სტუმრად მყოფი პროფესორი ქრისტოს იანარასი და ქ-ნი დოდოს შვილი პროფ. მარიამ ხოფერია, რომლის გადაწყვეტილებითაც მოხდა არქივის გადმოცემა.