News
პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა (EN)
ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლური თეოლოგიის განვითარებასა და პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 2019 წლის 30 ოქტომბერს, უნივერსიტეტში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მიტროპოლიტ იოანეს საპატიო დოქტორის დამადასტურებელი სიგელი გადასცა.
ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრები, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები. სასულიერო პირები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. საზეიმო ღონისძიებაზე მიტროპოლიტმა იოანემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: „მართლმადიდებლური თეოლოგია და თანამედროვე ანთროპოლოგია“.