News
მიტროპოლიტ გრიგოლის საჯარო ლექცია: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე“ (EN)
02.04.2019
2019 წლის 2 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის, ფილოსოფიის დოქტორის, პროფესორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საჯარო ლექცია: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. ლექციის ფარგლებში მიტროპოლიტმა გრიგოლმა ისაუბრა საქართველოს ეკლესიის უახლეს ისტორიაზე, თანამედროვე მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. ლექცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.