News
მინესოტას წმ. თომას უნივერსიტეტის პროფესორის პოლ გავრილიუკის ლექცია (EN)
13.06.2023
2023 წლის 13 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა მინესოტას წმ. თომას უნივერსიტეტის პროფესორის და მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის პოლ გავრილიუკის ლექცია თემაზე: "ნეოპატრისტიკული აზროვნების სამი მოდელი: გიორგი ფლოროვსკი, ვლადიმირ ლოსკი, ალექსანდრე შმემანი". პროფ. გავრილიუკს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და პროფ. თენგიზ ირემაძემ. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვადასხვა ეპარქიების სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია პროფესორ გავრილიუკთან.