News

ქრისტოს იანარასს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა (EN)

16.09.2022

2022 წლის 16 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, პრეზიდენტ გამსახურდიას სახელობის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფ. ქრისტოს იანარასის ინაუგურაციის ცერემონია. საზეიმო ღონისძიებაზე ქრისტოს იანარასს მიენიჭა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. ახალ საპატიო დოქტორს შესაბამისი ინსიგნიები გადასცა უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა. ცერემონიის ფარგლებში ქრისტოს იანარასმა წაიკითხა საზეიმო მოხსენება. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.