News
ქრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები: ნეტარი ავგუსტინე (EN)
18.12.2017
2017 წლის 18 დეკემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ქრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები: ნეტარი ავგუსტინე“. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტები. კონფერენცია აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.
კონფერენციაზე წაკითხული იქნა შემდეგი მოხსენებები:
- დეკანოზი ნიკოლოზ კორძახია - „დრო და მარადისობა ნეტარი ავგუსტინეს აზროვნებაში“;
- ნიკოლოზ კოპალეიშვილი - „ქრისტიანობისა და ფილოსოფიის მიმართება ნეტარ ავგუსტინესთან“;
- ბესიკ მაშავა - „ნეტარი ავგუსტინე და ანტონ ბაგრატიონის ტვინის ფილოსოფიის საფუძვლები“;
- გიორგი კემულარია - „ტრინიტარული მოძღვრება ნეტარი ავგუსტინეს შემოქმედებაში“;
- მარიამ კუპრავა - „ნეტარი ავგუსტინეს რეცეფცია მართლმადიდებლურ თეოლოგიაში“.