News

კონფერეცია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.) და მისი სააზროვნო ჰორიზონტები - ფილოსოფია და პოლიტიკა“. (EN)

26.05.2018

2018 წლის 26 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერეცია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.) და მისი სააზროვნო ჰორიზონტები - ფილოსოფია და პოლიტიკა“. კონფერეცია მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს. კონფერეცია გახსნა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, რომელმაც, თავის სიტყვაში, ვრცლად ისაუბრა უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობას. კონფერენციას ესწრებოდნენ ქ. ფოთის მერი ბ-ნი გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები.

კონფერენციაზე წაკითხული იქნა შემდეგი მოხსენებები:

  • პროფ. თენგიზ ირემაძე - დიდი ფილოსოფიური ინიციატივა;
  • პროფ. ნოდარ ბელქანია - დიმიტრი უზნაძისა და სერგი დანელიას პოლემიკა არაცნობიერის შესახებ;
  • ასოც. პროფ. გიორგი თავაძე - კონსტანტინე კაპანელის ფილოსოფიური მსოფლმხედველობა;
  • ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი - საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის პოლიტიკური ფილოსოფია; 
  • პროფ. მიხეილ გოგატიშვილი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ პარტიათა იდეოლოგიური პლატფორმები;
  • პროფ. ლალი ზაქარაძე - რუსეთის მსოფლხატი გრიგოლ რობაქიძის ფილოსოფიურ პუბლიცისტიკაში.