News
კონფერენცია „მოწამის ქრისტიანული იდეალი და დიდმოწამე ქეთევან დედოფალი“ (EN)
26.09.2024
2024 წლის 26 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია „მოწამის ქრისტიანული იდეალი და დიდმოწამე ქეთევან დედოფალი“. კონფერენცია მიეძღვნა წმ. ქეთევან დედოფლის მარტვილობიდან 400 წლისთავს. კონფერენციის გახსნა და შესავალი სიტყვა - ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი თენგიზ ირემაძე. კონფერენციაზე წაკითხული იქნა შემდეგი მოხსენებები: 1) მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი): „შესავალი მოხსენება: წმ. ქეთევანი - ცხოვრება და ღვაწლი“; 2) ასისტ. პროფ. ნიკოლოზ კოპალეიშვილი: „წმ. ქეთევანი - მოწამე, დედოფალი და დედა“; 3) არქიმანდრიტი დიონისე (გვიმრაძე): „მოწამეობის ქრისტიანული კონცეფცია და წმ. ქეთევანი“.