News

კონფერენცია „კავკასიური ფილოსოფიის აქტუალური საკითხები“ (EN)

12.02.2018

2018 წლის 12 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „კავკასიური ფილოსოფიის აქტუალური საკითხები“. კონფერენცია გახსნა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა პროფ. თენგიზ ირემაძემ, მასში მონაწილეობას იღებდნენ ქრისტიანული ფილოსოფიის II კურსის მაგისტრანტები. წარმოდგენილი მოხსენებების დამუშავებაში მონაწილეებს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა პროფ. ლალი ზაქარაძე. კონფერენციაზე წაკითხული იქნა შემდეგი მოხსენებები:

  • სევერიან შენგელია - „დავით უძლეველის აზროვნების შესახებ“;
  • სოფო ტალახაძე - „ქართულ-სომხური ფილოსოფია და დავით უძლეველი“;
  • დიაკონი კირიონ უგრეხელიძე - „დავით უძლეველისა და ამონიოს ერმიასის აზროვნების მიმართების შესახებ“;
  • გიორგი კემულარია - „დავით უძლეველი ქართულ-სომხური ფილოსოფიური აზრის ურთიერთობის კონტექსტში შალვა ნუცუბიძის მიხედვით“;
  • მღვდელი ლაზარე ქაჯაია - „მოსაზრებები დავით უძლეველის ფილოსოფიური შემოქმედების შესახებ“;
  • ლევან კოპაძე - „ფილოსოფიის განსაზღვრებანი ამონიოს ერმიასის და დავით უძლეველის მოძღვრებაში“;
  • მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი - „დავით უძლეველი და მისი აზროვნების სტრუქტურა“.