News

კალიფორნიის შტატის სენატის მრჩეველი სტუმრად უნივერსიტეტში (EN)

01.11.2018

2018 წლის 1 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა კალიფორნიის შტატის სენატის უმრავლესობის მრჩეველი ბრაიან გრინი, მან გამართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის ასპექტები კულტურისა და განათლების სფეროებში. შეხვედრის ფარგლებში, სტუმარი გაეცნო უნივერსიტეტის კონცეფციას, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.